სურსათის უვნებლობა და HACCP-ის პრინციპები
სურსათის უვნებლობა და HACCP-ის პრინციპები
ერთთვიანი ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული სასწავლო პროგრამა რეალურ ობიექტებზე გასვლით, სტაჟირებით, რეკომენდაციითა და ორენოვანი სერტიფიკატით. ტრენერი: ლუკა აფციაური.
✨ HACCP კურსზე გელოდებათ:
- რეალურ ობიექტებზე გასვლა +
- სამუშაო გამოცდილება / პრაქტიკა +
- ორენოვანი სერტიფიკატი +
- რეკომენდაცია +
- სტაჟირება +
- ბოლო ლექციაზე დასაქმების ხერხები: როგორ დავსაქმდეთ და როგორ შეაფასო შენი ანაზღაურება ობიექტზე;
- სასწავლო მასალები: მასალები PDF სახით გადმოგეგზავნებათ — სრულად უზრუნველყოფილი იქნებით;
- გადახდა ნაწილ-ნაწილ: სრული კურსის ღირებულებაა 1,300 ლარი.
💼 დასაქმების შესაძლებლობები და პირობები
სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის პრინციპების ცოდნა სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობას აძლევს რესტორნებში, კაფეებში, საკონდიტროებში, სასტუმროებში, კვების საწარმოებსა და სურსათის რეალიზაციის ობიექტებში და მრავალი სხვა…
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ შეძლებთ მუშაობას სურსათის უვნებლობის სპეციალისტის, HACCP-ის კოორდინატორის, ხარისხის კონტროლის თანამშრომლის ან შესაბამისი მიმართულების მენეჯერის პოზიციებზე.
- განრიგი: ორშაბათი / სამშაბათი / ხუთშაბათი — 20:00 საათი (ხანგრძლივობა: 1 თვე, თითო ლექცია 90 წუთი – 2 სასწავლო საათი);
- ონლაინ ჯგუფი: სტუდენტების რაოდენობა შეზღუდულია, რადგან სწავლის ხარისხი დაცული უნდა იყოს — მაქსიმუმ 5 ადამიანი;
- აუდიტორიაში: 8–12 ადამიანი — მაქსიმალური ყურადღება თითოეულის მიმართ;
- ჰიბრიდული სწავლება: გაქვთ საშუალება ასევე ჰიბრიდულად ისწავლოთ.
1. ზოგადი ინფორმაცია და 2. კურსის აღწერა
| კურსის დასახელება | სურსათის უვნებლობა და HACCP-ის პრინციპები |
|---|---|
| კურსის ტიპი | არაფორმალური პროფესიული სასწავლო კურსი |
| ხანგრძლივობა | 1 თვე |
| საერთო მოცულობა | 24 სასწავლო საათი |
| შეხვედრების რაოდენობა | 12 შეხვედრა |
| სიხშირე | კვირაში 3 შეხვედრა (ორშაბათი / სამშაბათი / ხუთშაბათი 20:00 სთ) |
| ერთი შეხვედრის ხანგრძლივობა | 2 საათი (90 წუთი) |
| სწავლების ფორმა | ჰიბრიდული (ონლაინ + აუდიტორია) |
| სწავლების ენა | ქართული |
| ტრენერი | ლუკა აფციაური |
| სასწავლო დაწესებულება | Smart Step Academy (Smart Step Academic) |
| შეფასების ფორმა | ტესტირება + პრაქტიკული დავალებები + საბოლოო პროექტი |
| სერტიფიკატი | კურსის წარმატებით დასრულების ორენოვანი სერტიფიკატი |
📖 2. კურსის აღწერა
კურსი „სურსათის უვნებლობა და HACCP-ის პრინციპები” წარმოადგენს ერთთვიან პროფესიულ სასწავლო პროგრამას, რომლის მიზანია მონაწილეებისთვის სურსათის უვნებლობის, ჰიგიენისა და HACCP-ის პრინციპების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიწოდება.
კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან სურსათის უვნებლობის ძირითად საფრთხეებს, სურსათის ჰიგიენის მოთხოვნებს, ბიზნესოპერატორის ძირითად ვალდებულებებს, HACCP-ის სისტემის სტრუქტურასა და შვიდ ძირითად პრინციპს.
კურსის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა პრაქტიკულ სწავლებას, მათ შორის საფრთხეების ანალიზს, კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრას, კრიტიკული ზღვრების დადგენას, მონიტორინგს, მაკორექტირებელ ღონისძიებებსა და HACCP-ის დოკუმენტაციის მომზადებას.
🎯 3. კურსის მიზანი
- შეიძინოს სურსათის უვნებლობის ძირითადი ცოდნა;
- გაიაზროს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეები;
- გაეცნოს სურსათის ჰიგიენის ძირითად პრინციპებს;
- გაიგოს HACCP სისტემის დანიშნულება და მნიშვნელობა;
- შეისწავლოს HACCP-ის 7 პრინციპი;
- შეძლოს საფრთხეების იდენტიფიცირება და შეფასება;
- შეძლოს CCP-ების განსაზღვრის პრინციპების გამოყენება;
- შეძლოს HACCP-ის ძირითადი დოკუმენტაციის მომზადება;
- შეძლოს მიღებული ცოდნის რეალურ სურსათის ბიზნესოპერატორში გამოყენება.
👥 4. სამიზნე აუდიტორია და 5. წინაპირობები
სამიზნე აუდიტორია:
- სურსათის ბიზნესოპერატორები;
- რესტორნების, კაფეების, საცხობებისა და საკონდიტროების თანამშრომლები;
- სურსათის წარმოების სფეროში დასაქმებული პირები;
- კვების ობიექტების მენეჯერები;
- ხარისხის კონტროლის თანამშრომლები;
- HACCP-ის მიმართულებით დაინტერესებული პირები;
- პირები, რომელთაც სურთ სურსათის უვნებლობის მიმართულებით პროფესიული ცოდნის მიღება;
- დამწყები HACCP კონსულტანტები.
5. კურსზე დაშვების წინაპირობები:
- სპეციალური წინაპირობა არ არის საჭირო;
- სასურველია მინიმუმ საშუალო განათლება;
- სურსათის სფეროს მიმართ ინტერესი;
- საბაზისო კომპიუტერული უნარები დოკუმენტაციასთან მუშაობისთვის.
6. კურსის ხანგრძლივობა და სტრუქტურა
| კვირა | მიმართულება | საათები |
|---|---|---|
| I კვირა | სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის საფუძვლები | 6 საათი |
| II კვირა | GHP/GMP, საფრთხეები და HACCP-ის საფუძვლები | 6 საათი |
| III კვირა | HACCP-ის 7 პრინციპი | 6 საათი |
| IV კვირა | HACCP-ის დოკუმენტაცია და პრაქტიკული დანერგვა | 6 საათი |
| სულ | სრული კურსის მოცულობა (12 შეხვედრა) | 24 საათი |
📚 7. თემატური გეგმა (12 შეხვედრა)
📌 შეხვედრა №1 — სურსათის უვნებლობის საფუძვლები ▼
- სურსათის უვნებლობის ცნება;
- სურსათის უვნებლობის მნიშვნელობა;
- საფრთხე და რისკი;
- სურსათით გამოწვეული დაავადებები;
- ბიოლოგიური საფრთხეები;
- ქიმიური საფრთხეები;
- ფიზიკური საფრთხეები;
- ალერგენები;
- ჯვარედინი დაბინძურება.
📌 შეხვედრა №2 — სურსათის ჰიგიენა ▼
- პერსონალური ჰიგიენა;
- ხელების ჰიგიენა;
- სამუშაო ტანსაცმელი;
- თანამშრომელთა ჯანმრთელობის კონტროლი;
- სისუფთავე და დასუფთავება;
- დეზინფექცია;
- მავნებლების კონტროლი;
- ნარჩენების მართვა;
- წყლისა და ყინულის უვნებლობა;
- ჯვარედინი დაბინძურების პრევენცია.
📌 შეხვედრა №3 — სურსათის უვნებლობის სამართლებრივი საფუძვლები ▼
- სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი სისტემა;
- ბიზნესოპერატორის ძირითადი ვალდებულებები;
- სახელმწიფო კონტროლი;
- ინსპექტირების ძირითადი პრინციპები;
- შეუსაბამობები;
- მიკვლევადობა;
- დოკუმენტაცია და ჩანაწერები;
- HACCP-ის მნიშვნელობა კანონმდებლობის კონტექსტში.
📌 შეხვედრა №4 — GHP და GMP ▼
- Good Hygiene Practices — GHP;
- Good Manufacturing Practices — GMP;
- საწარმოო/სამუშაო გარემოს მოთხოვნები;
- პერსონალის ჰიგიენა;
- აღჭურვილობა;
- ნედლეულის მიღება;
- შენახვის პირობები;
- ტემპერატურული კონტროლი;
- დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცედურები.
📌 შეხვედრა №5 — საფრთხეების ანალიზი ▼
- საფრთხის იდენტიფიცირება;
- ბიოლოგიური საფრთხეები;
- ქიმიური საფრთხეები;
- ფიზიკური საფრთხეები;
- საფრთხის ალბათობა;
- საფრთხის სიმძიმე;
- რისკის შეფასება;
- პრევენციული ღონისძიებები.
📌 შეხვედრა №6 — HACCP-ის სისტემა ▼
- HACCP-ის ისტორია;
- HACCP-ის მიზანი;
- HACCP-ის მნიშვნელობა;
- HACCP-ის ძირითადი სტრუქტურა;
- HACCP გუნდი;
- პროდუქტის აღწერა;
- დანიშნულების განსაზღვრა;
- ტექნოლოგიური პროცესის სქემა.
📌 შეხვედრა №7 — I და II პრინციპი ▼
- I პრინციპი — საფრთხეების ანალიზი;
- II პრინციპი — CCP-ის განსაზღვრა;
- საფრთხეების ანალიზის ცხრილი;
- საკონტროლო ღონისძიებები;
- Critical Control Point;
- CCP და CP;
- გადაწყვეტილების ხე;
- CCP-ის განსაზღვრის პრაქტიკა.
📌 შეხვედრა №8 — III, IV და V პრინციპები ▼
- III პრინციპი — კრიტიკული ზღვრების დადგენა;
- IV პრინციპი — მონიტორინგის სისტემის შექმნა;
- V პრინციპი — მაკორექტირებელი მოქმედებები;
- Critical Limits;
- ტემპერატურა;
- დრო;
- pH და სხვა შესაბამისი პარამეტრები;
- მონიტორინგის სიხშირე;
- პასუხისმგებელი პირი;
- შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებები.
📌 შეხვედრა №9 — VI და VII პრინციპები ▼
- VI პრინციპი — ვერიფიკაცია;
- VII პრინციპი — დოკუმენტაცია და ჩანაწერების წარმოება;
- ვერიფიკაცია;
- ვალიდაცია;
- შიდა კონტროლი;
- დოკუმენტების მართვა;
- ჩანაწერების წარმოება;
- ჟურნალები;
- მონიტორინგის ფორმები;
- შეუსაბამობების რეგისტრაცია.
📌 შეხვედრა №10 — HACCP-ის დოკუმენტაცია ▼
- HACCP-ის გეგმა;
- პროდუქტის აღწერა;
- პროცესის დიაგრამა;
- საფრთხეების ანალიზის ცხრილი;
- CCP-ის ცხრილი;
- მონიტორინგის ჟურნალები;
- მაკორექტირებელი ღონისძიებების ფორმები;
- ვერიფიკაციის ჩანაწერები;
- დოკუმენტების შენახვისა და მართვის პრინციპები.
📌 შეხვედრა №11 — პრაქტიკული HACCP პროექტი ▼
- ობიექტის აღწერა;
- პროდუქტის აღწერა;
- ტექნოლოგიური პროცესი;
- საფრთხეების ანალიზი;
- CCP-ების განსაზღვრა;
- კრიტიკული ზღვრები;
- მონიტორინგი;
- მაკორექტირებელი ღონისძიებები;
- ვერიფიკაცია;
- შესაბამისი ჩანაწერები.
📌 შეხვედრა №12 — საბოლოო შეფასება და დასაქმების რეკომენდაციები ▼
- საბოლოო თეორიული გამოცდა — 30 ტესტური კითხვა;
- პრაქტიკული დავალება — საფრთხეების, რისკების, CCP-ის, კრიტიკული ზღვრების, მონიტორინგისა და მაკორექტირებელი მოქმედებების განსაზღვრა;
- პროექტის პრეზენტაცია;
- საბოლოო შეფასება და კურსის შედეგების შეჯამება;
- ხერხები: როგორ დავსაქმდეთ და როგორ შეაფასო შენი ანაზღაურება ობიექტზე.
8. სწავლების მეთოდები და 9. შეფასების სისტემა
💡 8. სწავლების მეთოდები
- ლექციური სწავლება;
- პრეზენტაციები;
- დისკუსია;
- კითხვა-პასუხი;
- ქეისების განხილვა;
- პრაქტიკული სავარჯიშოები;
- ჯგუფური მუშაობა;
- ინდივიდუალური დავალებები;
- რეალური ბიზნესობიექტების მაგალითების განხილვა;
- ტესტირება;
- საბოლოო პრაქტიკული პროექტი.
🏆 სერტიფიკატის მიღების პირობა:
- მონაწილემ უნდა დააგროვოს მინიმუმ 70%;
- დაასრულოს კურსით გათვალისწინებული პრაქტიკული დავალებები;
- ჩააბაროს საბოლოო შეფასება;
- ჰქონდეს მინიმუმ 80% დასწრება.
📊 9. შეფასების სისტემა და კრიტერიუმები
| შეფასების კომპონენტი | წილი |
|---|---|
| დასწრება და აქტიურობა | 10% |
| შუალედური ტესტი №1 | 15% |
| პრაქტიკული დავალებები | 25% |
| შუალედური ტესტი №2 | 15% |
| საბოლოო თეორიული გამოცდა | 20% |
| საბოლოო პრაქტიკული პროექტი | 15% |
| სულ | 100% |
| შედეგი | შეფასება |
|---|---|
| 90–100% | შესანიშნავი |
| 80–89% | ძალიან კარგი |
| 70–79% | კარგი |
| 60–69% | დამაკმაყოფილებელი |
| <60% | ვერ დაძლია კურსი |
🎓 10. სწავლის მოსალოდნელი შედეგები
ცოდნის დონეზე:
- განმარტავს სურსათის უვნებლობის ძირითად ცნებებს;
- განასხვავებს ბიოლოგიურ, ქიმიურ და ფიზიკურ საფრთხეებს;
- განმარტავს HACCP-ის მიზანს;
- ჩამოთვლის HACCP-ის 7 პრინციპს;
- განმარტავს CCP-ის მნიშვნელობას.
პრაქტიკული უნარების დონეზე:
- ახორციელებს საფრთხეების პირველადი იდენტიფიცირების პროცესს;
- მონაწილეობს საფრთხეების ანალიზში;
- განსაზღვრავს შესაძლო CCP-ებს;
- ადგენს მონიტორინგის მარტივ ფორმებს;
- განსაზღვრავს მაკორექტირებელ ღონისძიებებს;
- ამზადებს HACCP-ის ძირითადი დოკუმენტაციის ნიმუშებს;
- იყენებს HACCP-ის პრინციპებს კონკრეტული სურსათის ბიზნესოპერატორის მაგალითზე.
📂 11. სასწავლო მასალები & 12. ტრენერის კომპეტენციები
11. სასწავლო მასალები:
- სალექციო პრეზენტაციები და სასწავლო კონსპექტები;
- HACCP-ის სამუშაო ფორმები და საფრთხეების ანალიზის ცხრილები;
- CCP-ის განსაზღვრის სავარჯიშოები და მონიტორინგის ჟურნალების ნიმუშები;
- პრაქტიკული ქეისები, ტესტირების მასალები და საბოლოო პროექტის შაბლონი.
12. ტრენერი: ლუკა აფციაური
- სურსათის უვნებლობის მიმართულებით მიღებული პროფესიული ცოდნა;
- HACCP-ის მიმართულებით გავლილი შესაბამისი სწავლება და სერტიფიკატები;
- HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება;
- ბიზნესოპერატორებთან სურსათის უვნებლობის სისტემების დანერგვისა და პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება.
🛠 14. კომპეტენცია, 15. რესურსები & 16. საბოლოო პროდუქტი
14. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეს შეუძლია: კურსის დასრულების შედეგად მონაწილე ფლობს სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის პრინციპების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას და შეუძლია მიღებული ცოდნის გამოყენება სურსათის ბიზნესოპერატორის საქმიანობაში, შესაბამისი კომპეტენციისა და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
15. საჭირო რესურსები: პროექტორი/ეკრანი, კომპიუტერი, პრეზენტაციები, სასწავლო მასალები, HACCP-ის ფორმები, ტესტები, პრაქტიკული ქეისები, საჭიროების შემთხვევაში — რეალური ობიექტის/პროცესის მაგალითები.
16. კურსის საბოლოო პროდუქტი: კურსის ბოლოს თითოეულმა მონაწილემ უნდა შექმნას მცირე პრაქტიკული HACCP პროექტი კონკრეტული სურსათის ბიზნესოპერატორისთვის. პროექტი წარმოადგენს კურსის განმავლობაში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ერთობლივ გამოყენებას და მონაწილემ უნდა შეძლოს მისი პრეზენტაცია.
📋 13. სერტიფიკატი & 17. ადმინისტრაციული ინფორმაცია
სერტიფიკატი ადასტურებს, რომ მონაწილემ წარმატებით გაიარა: „სურსათის უვნებლობა და HACCP-ის პრინციპები” (კურსის ხანგრძლივობა: 24 საათი • ტრენერი: ლუკა აფციაური).
სამართლებრივი/საგანმანათლებლო შენიშვნა: აღნიშნული სერტიფიკატი ადასტურებს არაფორმალური სასწავლო კურსის წარმატებით დასრულებას და არ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიულ კვალიფიკაციას ან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას.
- ლექციების დღეები და საათები: ორშაბათი / სამშაბათი / ხუთშაბათი, 20:00 საათი;
- ჯგუფის რაოდენობა: ონლაინ მაქსიმუმ 5 მსმენელი, აუდიტორიაში 8–12 მსმენელი;
- კურსის საფასური: 1,300 ₾ (შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ გადახდა);
- სერტიფიკატის გაცემის წესი: მინიმუმ 70% შეფასება, პრაქტიკული დავალებებისა და საბოლოო შეფასების ჩაბარება, მინიმუმ 80% დასწრება.
დარეგისტრირდი სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის კურსზე
შეავსე ფორმა და ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად