Smart Step Academy — ხარისხიანი განათლება, რეალური გამოცდილება და წარმატებული კარიერის დასაწყისი
შენი ნაბიჯი წარმატებისკენ — პროფესიული განათლება, ავტოსკოლა და სასერტიფიკატო კურსები ერთ სივრცეში
ჩვენი ისტორია და იდეოლოგია
Smart Step Academy 2003 წლიდან წარმატებულად მოღვაწეობს საგანმანათლებლო სფეროში. სასწავლებელი ორიენტირებულია მოსწავლეთათვის მაქსიმალური ცოდნის მიღებაზე. ჩვენი მეთოდიკა მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლემ ეფექტურ დროში მიიღოს ეფექტური ცოდნა, რაც მას რეალურ შედეგებს მისცემს. მოსწავლეებს ვუქმნით სასიამოვნო, ყურადღებიან და კომფორტულ გარემოს, რომელიც აჭარბებს მათ მოლოდინს.
კომპანიის იდეოლოგია: ყოველმა სტუდენტმა მიაღწიოს საუკეთესოს, სწავლება მაღალი სტანდარტით და კვალიფიციური მომსახურება, ერთ სივრცეში გაიაროს სხვადასხვა კურსები, სმარტ სთეფ აკადემია გახდეს თითოეული სტუდენტის აკადემია.
ამ წლების მანძილზე სმარტ სთეფ აკადემია ხვეწდა სერვისების მომსახურებას და ნერგავდა სიახლეებს, შექმნა ონლაინ პლატფორმა, რისი მეშვეობითაც ხელმისაწვდომია სწავლა ყველგან და ყველასთვის. სწავლებას შეძლებთ თბილისის აუდიტორიებში და სრულიად საქართველოში, ასევე დისტანციური დასწრებით (ონლაინ გაკვეთილებზე).
ინდივიდუალური მიდგომა და მოტივაცია
ჩვენი პედაგოგები აკეთებენ მაქსიმუმს, რათა გახდეთ მოტივირებულნი და არ შეუშინდეთ დაბრკოლებასა და გამოწვევებს. თქვენ მიიღებთ სიამოვნებას სწავლის პროცესისაგან, რადგან ჩვენთან ყოველი კურსი შედგება უაღრესად შრომისმოყვარე და დადებით პიროვნებათა ჯგუფისაგან.
ჩვენი გუნდი მთლიანად ფოკუსირებულია მოსწავლეებზე და ყველა დაგეგმილი ცვლილება სწავლის გამარტივებასა და დახვეწას ისახავს მიზნად. სმარტ სთეფის მოსწავლეებზე ორიენტირებულობა, პირველ რიგში, მოსწავლის აზრის შესწავლაში გამოიხატება. ამიტომ მივესალმებით და დიდი ყურადღებით ვეკიდებით თქვენს მიერ გამოთქმულ თითოეულ კომენტარს, აზრსა თუ რჩევას.
ჩვენთან დაგხვდებათ მყუდრო გარემო, კვალიფიციური პედაგოგები და მორგებული გრაფიკი.
🚀 რეალური პროექტები და პრაქტიკული გამოცდილება
აკადემიაში თეორიულ ცოდნასთან ერთად უდიდესი ყურადღება ეთმობა პრაქტიკას. სტუდენტებისთვის რეგულარულად ეწყობა სხვადასხვა საინტერესო თემატიკის საღამოები და აქტივობები:
🌲 ვორქშოფი საბადურში
მეგობარი კომპანიების მონაწილეობით ჩატარებულ ვორქშოფზე სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ემუშავათ რეალურ პროექტებზე (ლოგოები, პოსტერები, ბანერები და სხვა). მათ ისწავლეს გუნდური მუშაობა, შეიძინეს დამკვეთებთან კომუნიკაციის გამოცდილება, ხოლო პარტნიორმა კომპანიებმა აქტიური სტუდენტები დაასაჩუქრეს და სტაჟირებაზე მიიწვიეს. პარტნიორი კომპანიები იყვნენ: Mega Service, MService, Lotus, Jana Cake's.
🎉 საიუბილეო და საქველმოქმედო საღამო „ხვანჭკარაში“
რესტორან „ხვანჭკარაში“ გაიმართა სასწავლო ცენტრის საიუბილეო ღონისძიება, სადაც აქტიურად მონაწილეობდნენ და დაჯილდოვდნენ სტუდენტები სერტიფიკატებით. მოწვეული სტუმრებიდან იყვნენ მწერალთა კავშირის წევრები და პოეტები. გაიმართა ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო ყიდვა-გაყიდვა, რათა დავხმარებოდით ახალბედა დიზაინერებს ცნობადობის გაზრდაში და საინტერესო ადამიანებთან კონტაქტების დამყარებაში. დარიგდა ფასდაკლების ვაუჩერები მსურველთათვის სწავლის ხელშეწყობის მიზნით.
🎓 სერტიფიკატების გადაცემის საღამოები „ჰუალინგში“
სერტიფიკატების გადაცემის მასშტაბურ საღამოებზე „ჰუალინგში“ სტუდენტებმა წარადგინეს საკუთარი პორტფოლიოები მეგობარი კომპანიების წინაშე, რამაც მათ დასაქმებისა და სტაჟირების რეალური შანსი მისცა.
📺 ვიზიტი ტელევიზიაში & შიდა კონკურსები
ვიზიტი ტელევიზიაში: სტუდენტებისთვის საინტერესო და პროფესიული გამოცდილების გაზიარების კიდევ ერთი პლატფორმა.
წამახალისებელი შიდა კონკურსები: აკადემიაში ტარდება შიდა გამოცდები, სადაც ყველაზე მაღალი ქულის მქონე სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოცდილ დიზაინერებთან ერთად იმუშაონ რეალურ შეკვეთებსა და ქეისებზე.
🌱 სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) და განვითარების ქრონოლოგია
სმარტ სთეფ აკადემიის ბიზნეს მოდელშია ინტეგრირებული სოციალური პასუხისმგებლობა, რადგან მხარს ვუჭერთ განათლებას, სტაჟირებას, დასაქმებას და ასევე გარემოზე ზრუნვას:
საქველმოქმედო საახალწლო ღონისძიება და სწავლის ხელშეწყობა პანდემიის პერიოდში
2020 წელს სმარტ სთეფ აკადემიამ პანდემიის პერიოდში ჩაატარა საქველმოქმედო საახალწლო ღონისძიება. ონლაინ ჩართვას შეუერთდა უამრავი აკადემიის სტუდენტი და სპონსორი: ძამას ხეობიდან „ჯიპ ტური“, „ალკორიუმი“, „JT ავტოქიმია“, ტატუს სალონი — ანი ბარნოვი, ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელი — ნინო. მსურველებს ხელშეწყობის მიზნით გადაეცათ უამრავი ფასდაკლების ვაუჩერები კურსებზე და უფასო მასტერკლასებზე დასასწრებად, რათა პანდემიის რთული პერიოდი მსურველებს საინტერესოდ გაეტარებინათ სწავლასა და განვითარებაში.
უსაფრთხო მართვის, გარემოს დაცვისა და კულტურული ძეგლების ცნობიერების ამაღლების კამპანიები
2021 წელს CSR-ის დანერგვის ფარგლებში საბადურებში ნებაყოფლობითი ინიციატივით მოსწავლეებთან ერთად დაიგეგმა აქტივობა, რომელიც ითვალისწინებდა ცნობიერების ამაღლებას „უსაფრთხო მართვის“ საკითხებში და პასუხისმგებლობის გაზრდას „გარემოს დასუფთავების“ საკითხებში. მონაწილეებს შორის გაიმართა წამახალისებელი შეჯიბრებები, დაწესდა საჩუქრები ჯილდოების სახით. სპონსორები: ვიდეო-ფოტო გადამღები „ალექს კოპალაძე“, სილამაზის ცენტრი „TM Style“, სასმელების კომპანია „ალკორიუმი“, „JT ავტოქიმია“, საწვავის ვაუჩერები — „Gulf Oil“.
2021 წელს ყაზბეგში გარემოს დაცვის და კულტურული ძეგლების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართა გასვლითი ტური, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სმარტ სთეფ აკადემიის სტუდენტები; შედიოდა ლაშქრობა, რაც მიზნად ისახავდა დამეგობრებას, ურთიერთდახმარებას და მხარდაჭერას სხვადასხვა მანძილის გავლის სირთულის დროს.
საავტორო სასწავლო პროგრამების დანერგვა: გრაფიკული დიზაინი, Concept Art და 3D მოდელირება (Blender)
2022 წელს დავნერგეთ ახალი კურსი გრაფიკული დიზაინის განხრით, რათა მოკლე ვადაში სტუდენტებისთვის ხელი შეგვეწყო მალე შეძლებოდათ დასაქმება — სილაბუსი და მთლიანი პროგრამა აკადემიის შედგენილია და საავტოროა. 2023 წელს ასევე „კონცეპტ არტი“ დაემატა კურსს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის კონკურენტუნარიანობას საერთო ბაზარზე, ხოლო 2025 წელს 3D მოდელირება — ბლენდერის კურსი ჩამოაყალიბებს სმარტ სთეფ აკადემიის სტუდენტებს ყველაზე მოთხოვნად თანამშრომლებად.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა
2023–2025 წლებში სმარტ სთეფ აკადემია მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განათლებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის კუთხით. გრაფიკული დიზაინის კურსზე წარმატებით გაიარეს კურსი მსურველებმა და შევძელით მათი განათლების ხარისხი გაგვეუმჯობესებინა გარემოს ადაპტირების გზით. სტუდენტების ცნობიერების ამაღლების კამპანიის მხრივ დაწესდა აუდიტორიაში სტუდენტების სალექციო პირობების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, არადისკრიმინაციული მოპყრობის და კომუნიკაციის შესახებ პასუხისმგებლობის გაზრდა.
Smart Step Academy — მყუდრო გარემო, პროფესიონალი პედაგოგები და რეალური შესაძლებლობა
გადადგით წარმატებული ნაბიჯები თქვენს კარიერაში! გაეცანით ჩვენს კურსებს და შემოგვიერთდით.