საოფისე პროგრამების კურსი

საოფისე პროგრამების კურსი - Smart Step Academy
💻 კომპიუტერული საოფისე პროგრამები

საოფისე პროგრამების კურსი — Windows, Word, Excel, PowerPoint

განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს სიღრმისეულად შეისწავლოს Windows, Word, Excel, PowerPoint-ის პროგრამები. აღნიშნული კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც საერთოდ არ ჰქონია შეხება კომპიუტერთან, ან აქვს სურვილი გაიღრმავოს ცოდნა ამ სფეროში და აიმაღლოს კვალიფიკაცია.

790 ₾-დან
ორენოვანი სერტიფიკატი + სტაჟირების შესაძლებლობა
ხანგრძლივობა: 1–2 თვე (12 შეხვედრა + ბონუს ლექცია)
ფორმატი: ჯგუფური (4–6 მსმენელი) & ინდივიდუალური
⏳ ხანგრძლივობა
1–2 თვე (12 შეხვედრა + ბონუსი)
📅 გრაფიკი
კვირაში 2-ჯერ (1 – 2 სთ)
👥 ჯგუფის ზომა
4–6 მსმენელი (ან ინდივიდუალური)
🎓 სერტიფიკატი
ორენოვანი ოფიციალური

🎯 კურსის მიზანი

სმარტ სთეფ აკადემიაში კომპიუტერული კურსების შესწავლა მისცემს დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას მათ, ვისაც სურს პროგრამების ნაყოფიერად გამოყენება სამსახურეობრივ საქმიანობაში.

MS Office-ის პროგრამების ცოდნა საჭიროა სხვადასხვა კომპანიების თანამშრომლებისთვის. სმარტ სთეფ აკადემიაში გასწავლით საოფისე პროგრამებით ეფექტურ მუშაობას და გამოყენებას ყოველდღიურ საქმიანობაში. საოფისე კომპიუტერული კურსები შესაფერისია ყველა სახის საქმიანი ადამიანისთვის, რადგან ყველა კომპანია თუ საწარმო იყენებს 3 ძირითად პროგრამას: Microsoft Word, Excel და PowerPoint.

ჩვენი კურსდამთავრებულების დასაქმება პრიორიტეტულია და ამიტომაც გეძლევათ საშუალება გაიაროთ სტაჟირება. კურსდამთავრებულები შეძლებენ ღირსეულად იმუშაონ და პრაქტიკულად აქტიურად იყვნენ ჩართულები სამუშაო პროცესში.

✨ კურსის უპირატესობები და დეტალები

  • კურსს უძღვება წამყვანი სპეციალისტი მრავალწლიანი გამოცდილებით;
  • ამომწურავი კითხვა-პასუხები ლექციაზე;
  • თეორიული სწავლება და პროგრამებში პრაქტიკული მუშაობით მიღებული საფუძვლიანი ცოდნა;
  • სტაჟირების შესაძლებლობა;
  • მიუხედავად აუდიტორიული სწავლებისა — ლექციების ჩანაწერებთან წვდომა;
  • თქვენზე მორგებული გრაფიკი (საათების არჩევა შესაძლებელია კურსის მენეჯერთან);
  • გუნდურობა და სტუდენტებზე ორიენტირებული გარემო;
  • მოლოდინებითა და შედეგებით კმაყოფილი აუდიტორია;
  • კურსის დამთავრების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
📋

პროგრამის დეტალური აღწერა (სილაბუსი)

მოდული 1 Windows — ოპერაციული სისტემა და ფაილების მართვა ▼
  1. კომპიუტერის აგებულება, ფანჯრის აგებულება და მისი მენიუს შესწავლა, დაკარგული ფაილების მოძებნა;
  2. პროგრამების ინსტალაცია და მისი ამოშლა, შრიფტების ინსტალაცია, ეკრანის ზომის/ფონის შეცვლა და დამცავის დაყენება;
  3. დოკუმენტის დისკზე/მეხსიერების ბარათზე ჩაწერა, WinRAR — ინფორმაციის დაარქივება და მისი გახსნა;
  4. ფაილების, საქაღალდეების და იარლიყის (Shortcut) შექმნა;
  5. ფონტების ინსტალაცია.
მოდული 2 MS Word — ტექსტური რედაქტორი (18 პრაქტიკული თემა) ▼
  1. დოკუმენტის შექმნა და მისი დაფორმატება;
  2. ტექსტის რედაქტირება, მარკირებული სიები, მეხსიერების ბუფერი (Clipboard);
  3. დოკუმენტში ცხრილების აგება და დამუშავება;
  4. დოკუმენტში სურათების და სხვა გრაფიკული გამოსახულების ჩასმა, Screenshot, კომენტარის დადება;
  5. WordArt, Drop Cap, Watermark (ფონური წარწერა);
  6. ზედა და ქვედა კოლონტიტულები (Header & Footer);
  7. ფურცლის პარამეტრები და გადანომრვის სახეები;
  8. დოკუმენტის მასშტაბები;
  9. სვეტებად და სექციებად დაყოფა;
  10. სარჩევის შექმნა, სქოლიოების და წყაროების მითითება (ბიბლიოგრაფია);
  11. ბმულის დადება: Hyperlink, Bookmark, Smart Lookup;
  12. ობიექტის აღწერა, ობიექტის სარჩევი;
  13. თავსართი და ბოლოსართი, შაბლონების გამოყენება;
  14. ფოტოებისა და ცხრილებისათვის განახლებადი კავშირების შექმნა;
  15. ჯვარედინი მიმართვები (Cross-reference);
  16. პრინტერსა და სკანერთან მუშაობა;
  17. დოკუმენტის დაცვა, პაროლის დაყენება;
  18. პროფესიონალური CV-ის შედგენა.
მოდული 3 MS Excel — ცხრილური რედაქტორი და მონაცემთა ანალიზი (18 პრაქტიკული თემა) ▼
  1. Excel-ის ინტერფეისის შესწავლა: ფორმატირების პანელი, დასახელების ხაზი, მენიუს ხაზი, ინსტრუმენტების პანელი, ფორმულების ხაზი, მდგომარეობის ხაზი, სამუშაო წიგნის ფანჯარა, ფაილის დამახსოვრება და ავტოდამახსოვრება;
  2. პროგრამასთან მუშაობა: მაუსის ისარი, ცხრილის მაგალითი, ფორმულები ცხრილებში, ცხრილის ფორმატირება, ელექტრონული უჯრების გაცნობა;
  3. ელექტრონული ცხრილის აგება, ცხრილის შექმნის ძირითადი კანონები, უჯრების და არეების მონიშვნა, არამეზობელი უჯრების და არეების მონიშვნა, სვეტების და სტრიქონების დამატება/მონიშვნა;
  4. ტექსტური და რიცხვითი მონაცემები;
  5. დოკუმენტის გვერდებზე სახელების დარქმევა, სამუშაო გვერდების კოპირება და გადატანა;
  6. მონაცემთა ასლის აღება და გადატანა (Paste Special);
  7. უჯრის მოდიფიკაცია, კომენტარის ჩასმა;
  8. დახარისხება — Sort ღილაკი;
  9. AutoSum-ის ფუნქციების განხილვა: SUM, AVERAGE, MAX, MIN, COUNT;
  10. ცხრილში მონაცემების შეტანა და მისი ფორმატირება, ცხრილის გაფორმება, ცხრილის რედაქტირება;
  11. გამოთვლები, ფორმულების შედგენა, შეცდომათა სახეობები, შეცდომების ძებნა;
  12. დიაგრამების აგება მონაცემთა ბაზაზე, დიაგრამების მოდიფიცირება, დიაგრამების ბეჭდვა, ილუსტრაციები;
  13. ლოგიკური და ჯამური ფუნქციების შესწავლა;
  14. მონაცემთა ჩამონათვალთან მუშაობა, მონაცემთა ბაზის გაფილტვრა, მისი სორტირება, ფილტრების გამოყენება, ავტოფილტრის გამოყენება (AutoFilter);
  15. მონაცემთა ანალიზი, პარამეტრების შერჩევა, ბეჭდვის პარამეტრები, მონაცემთა ცხრილები;
  16. დოკუმენტის ამოსაბეჭდად მომზადება, Page Setup ფუნქციების მიმოხილვა, Page Break Preview, ბეჭდვის პარამეტრების დაყენება და გაცნობა;
  17. დოკუმენტის დაცვა;
  18. პირობითი დაფორმატება (Conditional Formatting) და ფილტრაცია.
მოდული 4 MS PowerPoint — პრეზენტაციებთან სამუშაო პროგრამა ▼
  1. პრეზენტაციების გაკეთება, სხვადასხვა სლაიდების შექმნა და მუსიკის ფონზე მათი ჩვენება;
  2. გრაფიკული ფაილების შემოტანა;
  3. ტექსტის რედაქტირება;
  4. ფონების შერჩევა და დიზაინი;
  5. ხმის დადება და ანიმაცია.
რეგისტრაცია

დარეგისტრირდი საოფისე პროგრამების კურსზე

დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია ან დაგვიკავშირდი: +995 557 12 00 29 / 599 962 972

ღირებულება: 790 ₾-დან

გაიარეთ სწრაფი ონლაინ რეგისტრაცია და აირჩიეთ გადახდის მოსახერხებელი მეთოდი.

სასერტიფიკატო პროგრამები

სხვა კურსები

ყველა კურსი →