ავტო სკოლა “AUTO DRIVE” — მართვის მოწმობის თეორია და პრაქტიკა

ავტო სკოლა - Smart Step Academy
🚗 ლიცენზირებული ავტოსკოლა • B კატეგორია • ჩაბარების გარანტიით

ავტო სკოლა "AUTO DRIVE" — მართვის მოწმობის თეორია და პრაქტიკა

სმარტ სთეფ აკადემიაში არსებული ლიცენზირებული ავტოსკოლა წარმოადგენს ხარისხის გარანტს მადლიერი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეების რაოდენობით (ჩვენი წარმატებული მოსწავლეების მაჩვენებელი: 1345/1345!). ისწავლეთ თეორია და პრაქტიკა საგამოცდო ავტომობილით Skoda Rapid!

90 ₾-დან
თეორია ონლაინ 90 ₾ • აუდიტორიაში 130 ₾ • პრაქტიკის პაკეტები
⏳
თეორიის ხანგრძლივობა
8 დღე (1 სთ / დღეში)
🚘
სასწავლო ავტომობილი
Skoda Rapid (08:00–21:00)
🏆
ჩაბარების მაჩვენებელი
1345 / 1345 (100%)
🎓
მიღება
17+ და 18+ მსურველები

🚘 რატომ სმარტ სთეფ აკადემიის ავტო სკოლა?

სმარტ სთეფ აკადემიაში არსებული ლიცენზირებული ავტოსკოლა წარმოადგენს ხარისხის გარანტს მადლიერი და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეების რაოდენობით.

ჩვენთან ისწავლება, როგორც თეორია ასევე პრაქტიკა. ჩაბარების გარანტიით! (ამაზე ჩვენი წარმატებული მოსწავლეების მაჩვენებელი მეტყველებს: 1345/1345)

ავტოსკოლაში გექნებათ მორგებული გრაფიკი, წინა საგამოცდო მომზადება, მსგავსი ტესტების შესრულება ულიმიტოდ არის უკვე შესაძლებელი თქვენთვის და ასევე ვუზრუნველყოფთ უფასოდ ინდივიდუალურ მომზადებას სრულ ათვისებამდე, გამოცდაზე თავდაჯერებულად წარსადგენად.

📌 დაიმახსოვრე:

  • 1) არ მოგიწევს ახლიდან კურსის გავლა თუკი სწორ არჩევანს გააკეთებ.
  • 2) შექმენი შენი გარემო და პირობები გადახდის შესაბამისად.
  • 3) შენ ხარ “მთავარი” ავტოსკოლის მოსწავლის სახით.
  • 4) ჩვენ ვასრულებთ ჯანდაცვის სამინისტროს გაცემულ ყველა რეკომენდაციას.

💳 ავტოსკოლის თეორიული და პრაქტიკული პაკეტები

💻 თეორიული კურსი ჯგუფში (ონლაინ)

90 ₾
  • ფორმატი: დისტანციური (ონლაინ) ჯგუფური სწავლება
  • კურსის ხანგრძლივობა: 8 დღე
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი
  • ჯგუფში წევრების რაოდენობა: 4–6 ადამიანი
  • მიიღებიან: სრულწლოვნები 18+

🏫 თეორიული კურსი ჯგუფში (აუდიტორიაში)

130 ₾
  • გაიარე თეორია სასიამოვნო ჯგუფთან ერთად მაქსიმალურად სწრაფ დროში (8 დღეში) და მიიღე ეფექტური შედეგი.
  • სწავლის ხანგრძლივობა: 1 საათი (8 დღე)
  • ჯგუფში წევრების რაოდენობა: 4–6 ადამიანი
  • სასწავლო ენა: ქართული
  • მიიღებიან: სრულწლოვნები 18+

👤 ინდივიდუალური კურსი

280 ₾
  • თეორიის შესწავლა სახლში მეცადინეობის გარეშე!
  • კურსის ხანგრძლივობა: 8 დღე (1 სთ / დღეში)
  • კურსის ტიპი: ინდივიდუალური
  • სასწავლო ენა: ქართული, რუსული
  • მიიღებიან: სრულწლოვნები 18+

⭐ თეორია + 6 პრაქტიკა ავტომატიკაზე

280 ₾
  • სრული თეორიული კურსი (8 დღე) + 6 პრაქტიკული გაკვეთილი ავტომატიკაზე
  • ასევე მოქმედებს პროგრამა: თეორია + 4 პრაქტიკა (მექანიკა/ავტომატიკა)
  • სასწავლო ავტომობილი: Skoda Rapid
  • პრაქტიკის საათები: ყოველდღე 08:00–21:00 სთ (30 წთ)
  • მიიღებიან 17+, რომლებზეც გაიცემა არასრულწლოვნის საბუთი საჩუქრად.

🚘 5 პრაქტიკა ავტომატიკაზე (მოედანი / ქალაქი)

160 ₾
  • 5 პრაქტიკული გაკვეთილი ავტომატიკაზე (მოედანი / ქალაქი)
  • სწავლება ხდება ავტომობილით: Skoda Rapid
  • პრაქტიკული მეცადინეობა მიმდინარეობს მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდის ანალოგიურად
  • პრაქტიკულ გაკვეთილებს ატარებენ გამოცდილი ინსტრუქტორები
  • მიიღებიან 17+, რომლებზეც გაიცემა არასრულწლოვნის საბუთი საჩუქრად.

🔥 ულიმიტო პაკეტი (1 თვე)

535 ₾
  • 1 თვის მანძილზე ავტომობილის მართვა ავტომატიკაზე — 535 ლარი!
  • მაქსიმალური პრაქტიკა და სრული თავდაჯერებულობა გამოცდაზე გასვლის წინ
  • ერთეული პრაქტიკა ავტომატიკაზე: 40 ₾ (მოედანი) / 50 ₾ (ქალაქი)

📋 ინფორმაცია B კატეგორიის თეორიულ გამოცდაზე გასასვლელად

B კატეგორიის მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV 100/ა), პირადობის მოწმობა ან ID ბარათი, ხოლო თუ პირი სტუდენტია სარგებლობს “სტუდენტის” სტატუსით, რომელიც ID ბარათზეა აღნიშნული, რათა მიიღოს დაწესებული შეღავათიანი საფასური. ავტოსკოლაში შესაბამისი მომზადების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა 18 წელს მიღწეული პირისა. შენიშვნა: სტუდენტი და 18 წლამდე პირი შეღავათით სარგებლობს ერთჯერადად, თეორიულ გამოცდაზე პირველად გასვლისას!

🔧 ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები (პრაქტიკული გამოცდის მე-2 ეტაპი — B კატეგორია)

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე, გამოცდის დაწყების წინ, კანდიდატმა საჭიროა უპასუხოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებულ კითხვებს.

გამომცდელის დავალების შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატს პასუხის გაცემა ვიზუალურად ჩვენებით ან ზეპირად/თავისუფალი თხრობით გადმოცემით შეუძლია.

მნიშვნელოვანია: გამომცდელის მიერ კანდიდატისთვის მიცემული იქნება 2 დავალება. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლობის კანდიდატი ვერ შეასრულებს გამომცდელის მიერ მიცემულ დავალებას, ჩაეთვლება მსუბუქ შეცდომად. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები და უნარ-ჩვევები (B კატეგორია):

1. განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა

პასუხი: ჰორიზონტალურ სიბრტყეზე გამორთული ძრავით მდგომი ავტომობილის ძრავიდან ამოღებული უნდა იქნეს ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცი, რომელიც გაწმენდის შემდეგ კვლავ თავსდება მის ბუდეში და განმეორებით ამოღების შემდეგ მასზე მოწმდება ზეთის კვალი, რომლის ზედა ზღვარი უნდა იყოს ცეცზე აღნიშნული მაქსიმუმისა და მინიმუმის ნიშნულებს შორის;

2. განმარტოს, როგორ მოწმდება რეზერვუარში სამუხრუჭო სითხის აუცილებელი დონის არსებობა

პასუხი: სამუხრუჭო სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში სამუხრუჭე სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის;

3. განმარტოს, როგორ მოწმდება მუშა მუხრუჭის გამართულობა

პასუხი: ძრავის ჩართვამდე მუხრუჭის სატერფულზე რამდენჯერმე დაწოლის შემდეგ, სატერფულზე მუდმივ რეჟიმში ერთ დონეზე ზემოქმედებისას (სატერფულზე დაჭერილი ფეხის გაჩერებით) უნდა ჩაირთოს ძრავა. ძრავის ჩართვამ უნდა გამოიწვიოს სატერფულის გარკვეულ დონემდე (არა ბოლომდე) თავისუფლად დაშვება, რის შემდეგ, სატერფულზე არ უნდა შეიგრძნობოდეს ზედმეტი სირბილე. ამასთან, მოძრაობის პირობებში დამუხრუჭებისას სატრანსპორტო საშუალებას არ უნდა „ქაჩავდეს“ გვერდზე;

4. განმარტოს, როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა

პასუხი: ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სრულად ჩართული სადგომი მუხრუჭით, ძრავიდან გამორთული ტრანსმისიით მდგომი სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან დაძვრა (გაგორება) ადამიანის მიერ ხელის მიწოლით შეუძლებელი უნდა იყოს;

5. განმარტოს, სად მოიძიება ინფორმაცია საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შესახებ

პასუხი: ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციაში ან სატრანსპორტო საშუალების ძარაზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ დამაგრებულ სათანადო ფირნიშზე;

6. განმარტოს, როგორ მოწმდება უსაფრთხო მოძრაობისათვის საბურავების საერთო მდგომარეობა

პასუხი: ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს საბურავები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით განსაზღვრულს და მათზე არ უნდა აღინიშნებოდეს ჰაერის წნევის ნაკლებობის, პროტექტორის საბურავისაგან განშრევების, სხვა ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანების და საბურავის დასაშვებზე მეტი ცვეთის ნიშნები. ცვეთის ინდიკატორის არარსებობის შემთხვევაში, საბურავის ექსპლუატაციისათვის უვარგისობაზე მიუთითებს, თუ პროტექტორის ნახატის სიმაღლე 1,6 მმ-ზე ნაკლებია;

7. განმარტოს, როგორ მოწმდება დამუხრუჭების სიგნალების გამართულობა

პასუხი: დამუხრუჭების სიგნალები (ძირითადი და დამატებითი) უნდა ირთვებოდეს მუხრუჭის სატერფულზე ზემოქმედებისას და მუშაობდეს მუდმივ რეჟიმში;

8. განმარტოს, როგორ მოწმდება საჭის გამაძლიერებლის გამართულობა

პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ძრავის ჩართვის შემდეგ, საგრძნობლად უნდა შემცირდეს საჭის თვლის მობრუნებისათვის საჭირო ძალა, ხოლო მართვადი თვლების სწორხაზოვანი მიმართულებით მოძრაობის მდგომარეობაში მოყვანის შემდეგ, საჭის თვალი თვითნებურად არ უნდა მობრუნდეს. საჭის თვლის მაბრუნი ძალის ცვლილება მოხვევის კუთხის მთელ დიაპაზონში უნდა იყოს მდორე და არ უნდა საჭიროებდეს განსაკუთრებულ ძალისხმევას და საჭის თვლის შემობრუნება უნდა ხორციელდებოდეს ბიძგების, ვიბრაციისა და ხმაურის გარეშე;

9. განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა

პასუხი: გამორთული, ცივი ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში გამაგრილებელი სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის;

10. განმარტოს, როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა

პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ, უნდა ჩაირთოს მარცხნივ და მარჯვნივ მოხვევის შუქ-მაჩვენებლები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (მუშაობა ციმციმის რეჟიმში), ყველა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა;

11. განმარტოს, როგორ მოწმდება ფარებისა და შუქამრეკლების მწყობრში ყოფნა

პასუხი: სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ უნდა ჩაირთოს გაბარიტული სინათლეები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა, ყველა გაბარიტული სინათლის და შუქამრეკლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა. ამავე მეთოდით უნდა შემოწმდეს ახლო და შორი განათების ფარების მწყობრში ყოფნა. ფარების გამართულობის შესამოწმებლად შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს სატრანსპორტო საშუალების წინ არსებული კედელი ან სხვა ობიექტი;

12. განმარტოს, როგორ მოწმდება მუშაობს თუ არა საავარიო შუქსიგნალიზაცია

პასუხი: უნდა ჩაირთოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და მისი ჩართვა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა უზრუნველყოფდეს მოხვევის ყველა შუქ-მაჩვენებლის სინქრონულ მუშაობას ციმციმის რეჟიმში), ყველა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა;

13. განმარტოს, როგორ მოწმდება მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონე

პასუხი: მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონის შემოწმება შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, ხოლო ასეთი საკონტროლო მაჩვენებლის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის ინსტრუქცია;

14. განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს მათში რეკომენდებული ჰაერის წნევის არსებობაში

პასუხი: საბურავების ჰაერის წნევის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და შესაბამისი მოწყობილობები − საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფის შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებელი ან/და მანომეტრი. საბურავში ჰაერის წნევა უნდა შემოწმდეს ცივი საბურავის პირობებში;

15. განმარტოს, როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში

პასუხი: საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და სპეციალური თარგი ან სახაზავი. გაზომვა უნდა განხორციელდეს პროტექტორის ყველაზე მეტად გაცვეთილ ადგილას;

16. აჩვენოს, სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე

პასუხი: მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავის გაგრილების სისტემის რეზერვუარი;

17. აჩვენოს, სად მდებარეობს მინამრეცხის რეზერვუარი

პასუხი: მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს მინამრეცხის რეზერვუარი;

18. აჩვენოს, როგორ მოწმდება ხმოვანი სიგნალის გამართულობა

პასუხი: მძღოლობის კანდიდატმა ხმოვანი სიგნალის ღილაკზე ხელის დაჭერით უნდა ჩართოს ხმოვანი სიგნალი, რომელიც უნდა იყოს თანაბარი და საკმარისი ხმამაღლობის. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილის ანთების გასაღები უნდა გადართოს შესაბამის მდგომარეობაში;

19. აჩვენოს, სად მოწმდება ძრავში ზეთის დონე

პასუხი: მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავში ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცის სახელური;

20. აჩვენოს, სად მდებარეობს სამუხრუჭე სითხის რეზერვუარი

პასუხი: მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს სამუხრუჭე სითხის რეზერვუარი.

რეგისტრაცია

ჩაეწერე ავტო სკოლის კურსზე

დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია და მალე დაგიკავშირდებით სასურველი პაკეტისა და განრიგის შესარჩევად.

📞 +995 557 12 00 29 / +995 599 58 22 07
📍 თბილისი, ვარკეთილი, ჯავახეთის I შესახვევი, N4ა

ღირებულება: 90 ₾-დან

აირჩიეთ სასურველი პაკეტი (8 ტარიფი) და გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია წამებში.

სასერტიფიკატო პროგრამები

სხვა კურსები

ყველა კურსი →