პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა
შპს “სმარტ სთეფ აკადემიის“ (Smart Step Academy, ს/კ 406351638) პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის პოლიტიკა.
წესები და პირობები →მუხლი 1 ზოგადი ნორმები
1.1 პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (შემდგომში-პოლიტიკა) განსაზღვრავს შპს “სმარტ სთეფ აკადემიაში“ (Smart Step Academy) (შემდგომში აკადემია) პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პრინციპებს, მიზნებსა და წესებს.
1.2 წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, მონაცემთა სუბიექტს წარმოადგენს ფიზიკური პირი განმცხადებელი/დაინტერესებული პირი და ასევე მისი წარმომადგენელი (თუ აკადემიას განმცხადებელმა/დაინტერესებულმა პირმა მიმართა წარმომადგენლის მეშვეობით), დაცულ დოკუმენტაციაში/მონაცემებში მითითებული ფიზიკური პირები, მოსწავლეები/პოტენციური მოსწავლეები აკადემიის ვებ. გვერდის და სხვა საკომუნიკაციო არხების მომხმარებლები, ვიზიტორები, აკადემიაში დასაქმებულები/სტაჟიორები/ანდასაქმების/სტაჟირებისკანდიდატები, კონტრაქტორი ფიზიკური პირები.
1.3 დოკუმენტში მითითებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობები.
მუხლი 2 პოლიტიკის მიზანი და მოქმედების სფერო
2.1 პოლიტიკის მიზანია, დაინტერესებულმა პირებმა მიიღონ ინფორმაცია, აკადემიაში პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესთან დაკავშირებით.
2.2 აკადემია პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და დაცვას ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 3 პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
3.1 აკადემია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს სხვადასხვა სასწავლო პროგრამასა და კურსში მსმენელთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და მართვის, მსმენელებთან, დასაქმებულებთან, სტაჟიორებთან და დასაქმების/სტაჟირების კანდიდატებთან ურთიერთობების რეგულირების, აგრეთვე აკადემიის საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და სამართლებრივი ვალდებულებების შესრულების მიზნით.
3.2 აკადემია პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველი:
3.2.1 მონაცემთა სუბიექტის თანხმობა, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში — მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
3.2.2 ხელშეკრულების შესრულება ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით ხელშეკრულების დადებამდე შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
3.2.3 მონაცემთა დამუშავება პირდაპირ არის გათვალისწინებული კანონით;
3.2.4 მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია;
3.2.5 მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად ან საჯარო ინტერესის დასაცავად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
3.2.6 აკადემია ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ მოვალეობას;
3.2.7 მონაცემთა დამუშავება აუცილებელია აკადემიის ან მესამე პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი, მათ შორის, სასწავლო პროგრამების განხორციელების, მათი ხარისხის შეფასების, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და ეფექტიანობის კვლევის მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 4 პერსონალურ მონაცემთა კატეგორია და მათი დამუშავება
4.1. აკადემიის მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეიძლება მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებს, სასწავლო პროცესის განხორციელების მიზნისა და მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის შესაბამისად, მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად:
4.1.1. საიდენტიფიკაციო მონაცემები — სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები და ხელმოწერა;
4.1.2. საკონტაქტო ინფორმაცია — ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საცხოვრებელი მისამართი (რეგისტრაციისა და ფაქტობრივი);
4.1.3. განათლებასთან დაკავშირებული ინფორმაცია — ინფორმაცია მიღებული განათლების, კვალიფიკაციის, პროფესიული გამოცდილების, სწავლისა და სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ, თუ აღნიშნული ინფორმაცია საჭიროა შესაბამის პროგრამაში მონაწილეობის ან დასაქმების/სტაჟირების მიზნებისთვის;
4.1.4. სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია — სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის, დასწრების, სწავლის შედეგების, შეფასების, კურსის დასრულებისა და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია;
4.1.5. დოკუმენტური ინფორმაცია — მსმენელების, დასაქმებულების, სტაჟიორებისა და სხვა შესაბამისი პირების მიერ აკადემიისთვის წარდგენილ განცხადებებში, განაცხადებში, ცნობებსა და სხვა დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია;
4.1.6. სახელშეკრულებო ინფორმაცია — აკადემიასა და მონაცემთა სუბიექტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებითა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია;
4.1.7. ფინანსური ინფორმაცია — საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და სხვა ფინანსური ინფორმაცია, თუ მისი დამუშავება აუცილებელია აკადემიასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო, ფინანსური ან ადმინისტრაციული ვალდებულებების შესასრულებლად;
4.1.8. დასაქმებასთან დაკავშირებული ინფორმაცია — ინფორმაცია დასაქმების ან სტაჟირების კანდიდატების, დასაქმებულებისა და სტაჟიორების შესახებ, მათ შორის, საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის, სამუშაო გამოცდილებისა და შრომითი ურთიერთობების ადმინისტრირებისათვის საჭირო მონაცემები;
მუხლი 5 პერსონალურ მონაცემთა მოპოვების წყაროები
5.1. აკადემია მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემებს მოიპოვებს შემდეგი წყაროებიდან:
5.1.1. მონაცემთა სუბიექტის მიერ აკადემიაში დასაქმების ან სტაჟირების მიზნით წარდგენილი განცხადებებიდან და სხვა დოკუმენტებიდან;
5.1.2. მონაცემთა სუბიექტის მიერ სასწავლო პროგრამაში ან კურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი განაცხადებიდან, განცხადებებიდან და თანდართული დოკუმენტაციიდან;
5.1.3. აკადემიასა და მონაცემთა სუბიექტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან და მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციიდან;
5.1.4. აკადემიის საკომუნიკაციო არხების გამოყენებით მიღებული ინფორმაციისგან, მათ შორის, სატელეფონო კომუნიკაციის, ვებგვერდის, ელექტრონული ფოსტისა და აკადემიაში პირადი ვიზიტის დროს მოწოდებული მონაცემებიდან;
5.1.5. აკადემიაში შემოსული მატერიალური და ელექტრონული წერილებიდან, განცხადებებიდან და სხვა ოფიციალური დოკუმენტებიდან;
5.1.6. საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით და მხოლოდ შესაბამისი მიზნისთვის აუცილებელი მოცულობით;
5.1.7. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი უფლებამოსილი პირებისა და დაწესებულებებისგან მიღებული ინფორმაციისგან, თუ მისი მოპოვება აუცილებელია აკადემიის საქმიანობასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად და არსებობს მონაცემთა დამუშავების შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი;
5.1.8. სასწავლო პროგრამების განხორციელების, მსმენელთა რეგისტრაციის, სწავლებისა და შეფასების პროცესში შექმნილი დოკუმენტაციიდან და აკადემიის მიერ გამოყენებული ელექტრონული სასწავლო პლატფორმებიდან, მათი არსებობისა და გამოყენების შემთხვევაში.
მუხლი 6 დასაქმებულების, სტაჟიორებისა და დასაქმების/სტაჟირების კანდიდატების პერსონალური მონაცემების დამუშავება
6.1. აკადემია დასაქმებულების, სტაჟიორებისა და დასაქმების/სტაჟირების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს შემდეგი მიზნებით:
6.1.1. შრომითი ან სტაჟირების ხელშეკრულების დადების, შესრულებისა და შეწყვეტის მიზნით;
6.1.2. შრომის ანაზღაურების, გადასახადების, საპენსიო შენატანებისა და სხვა ფინანსური ვალდებულებების ადმინისტრირების მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
6.1.3. დასაქმებულებთან, სტაჟიორებსა და კანდიდატებთან კომუნიკაციისა და ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების მიზნით;
6.1.4. აკადემიის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისა და დასაქმებულთა, სტაჟიორთა და მესამე პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით;
6.1.5. დასაქმებულთა, სტაჟიორთა და კანდიდატთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვისა და მათზე შესაბამისი რეაგირების მიზნით;
6.1.6. დასაქმებისა და სტაჟირების პროცესის ადმინისტრირების, კანდიდატის კვალიფიკაციისა და შესაბამის პოზიციასთან მისი შესაბამისობის შეფასების მიზნით;
6.1.7. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა კანონიერი მიზნებისთვის.
6.2. აკადემიამ, შესაბამისი მიზნისა და სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შეიძლება დაამუშაოს დასაქმებულების, სტაჟიორებისა და დასაქმების/სტაჟირების კანდიდატების შემდეგი კატეგორიის პერსონალური მონაცემები:
6.2.1. საიდენტიფიკაციო მონაცემები — სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და კანონით ან შესაბამისი ურთიერთობის ფარგლებში აუცილებელი სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემები;
6.2.2. საკონტაქტო ინფორმაცია — საცხოვრებელი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი;
6.2.3. განათლებისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ ინფორმაცია — განათლების, კვალიფიკაციის, პროფესიული უნარების, სამუშაო გამოცდილებისა და შესაბამის პოზიციასთან კანდიდატის შესაბამისობის შესახებ ინფორმაცია;
6.2.4. ფოტოსურათი — მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი დამუშავება აუცილებელია კონკრეტული, წინასწარ განსაზღვრული მიზნისთვის და არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი;
6.2.5. სახელშეკრულებო და შრომითი ინფორმაცია — შრომითი ან სტაჟირების ხელშეკრულების პირობების, დაკისრებული მოვალეობებისა და მათი შესრულების შესახებ ინფორმაცია;
6.2.6. ფინანსური ინფორმაცია — საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები და შრომის ანაზღაურების გაცემისა და კანონით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების შესრულებისთვის აუცილებელი სხვა მონაცემები;
6.2.7. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები და სხვა კანონით სპეციალურად რეგულირებული მონაცემები — მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები, ნასამართლობის შესახებ ინფორმაცია ან ნარკოლოგიური შემოწმების შედეგები, მხოლოდ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლისა და აუცილებლობის არსებობის შემთხვევაში.
6.3. აკადემიის მიერ დასაქმებულების, სტაჟიორებისა და კანდიდატების პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ესაჭიროებათ. აკადემია უზრუნველყოფს მონაცემებზე წვდომის შეზღუდვას, მათ კონფიდენციალურობასა და დაცვას კანონმდებლობის შესაბამისად.
6.4. სასწავლო ცენტრი არ ამუშავებს დასაქმებულების, სტაჟიორებისა და კანდიდატების იმ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც არ არის აუცილებელი შესაბამისი მიზნის მისაღწევად. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებისა და ნასამართლობის შესახებ ინფორმაციის დამუშავება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაცვით.
მუხლი 7 აუდიო და ვიდეომონიტორინგი
7.1. აკადემიაში ვიდეომონიტორინგის განხორციელების მიზანია დასაქმებულებისა და ვიზიტორების უსაფრთხოების, აგრეთვე სასწავლო ცენტრის საკუთრების დაცვის უზრუნველყოფა.
7.2. აკადემიაში ვიდეომონიტორინგი ხორციელდება შემდეგ სივრცეებში: სასწავლო ოთახში, აკადემიის შიდა და გარე პერიმეტრზე. ვიდეომონიტორინგის განხორციელებისას შესაბამის ადგილებში განთავსებულია გამაფრთხილებელი ნიშნები.
7.3. ავტომობილის მართვის შესწავლის პროცესში, სასწავლო ავტომობილში ხორციელდება ვიდეო და აუდიომონიტორინგი, რაც ემსახურება მართვის სწავლების პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სწავლების ხარისხის შეფასებას, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის კონტროლსა და შესაძლო ინციდენტების გარემოებების დადგენას.
7.4. სასწავლო ავტომობილში აუდიო და ვიდეომონიტორინგი ხორციელდება მხოლოდ ავტომობილის მართვის სწავლების პროცესთან დაკავშირებული მიზნებით. მონიტორინგის შედეგად მიღებული ჩანაწერები არ გამოიყენება სხვა, წინასწარ განსაზღვრულ მიზნებთან შეუთავსებელი მიზნით.
7.5. აუდიო და ვიდეომონიტორინგის დაწყებამდე მსმენელი ინფორმირებულია მონიტორინგის განხორციელების, მისი მიზნების, მონაცემთა დამუშავების საფუძვლისა და ჩანაწერების გამოყენების წესის შესახებ. მონიტორინგი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
7.6. აუდიო და ვიდეოჩანაწერებზე წვდომა აქვთ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე. ჩანაწერები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია შესაბამისი მიზნის მისაღწევად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7.7. აკადემიაში აუდიომონიტორინგი სხვა სივრცეებში ან კომუნიკაციის სხვა არხებში ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, განსაზღვრული მიზნისა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.
მუხლი 8 პერსონალური მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა
8.1. აკადემია პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს გადასცემს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას.
მუხლი 9 მონაცემთა უსაფრთხოება
9.1. აკადემიის მიერ მიღებულია ყველა საჭირო ორგანიზაციული და ტექნიკური ზომა, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა დამუშავებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
9.2. აკადემიის მიერ მიღებული ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემთა დაცვას, შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისგან. შეცვლისგან, გამჟღავნებისგან, მოპოვებისგან, უკანონო გამოყენებისა და დაკარგვისგან.
9.3. აკადემიაში დაცულ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომელთაც მონაცემების დამუშავება სჭირდებათ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად.
მუხლი 10 დამუშავებაზე უფლებამოსილი პირები
10.1. აკადემიამ პერსონალური მონაცემების დამუშავება შეიძლება დაავალოს მესამე პირს, დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
10.2. დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, პერსონალური მონაცემები დაამუშაოს აკადემიის წერილობითი მითითებებისა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მხოლოდ დადგენილი მიზნის მისაღწევად აუცილებელი მოცულობით და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.
10.3. აკადემია უზრუნველყოფს, რომ დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიებს, მათ შორის, მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომების მიღების ვალდებულებას.
10.4. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს აკადემიას და მოითხოვოს ინფორმაცია მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის შესახებ.
მუხლი 12 მონაცემთა სუბიექტის უფლებები
12.1. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აკადემიას მოსთხოვოს ინფორმაცია მის შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე და მიიღოს აღნიშნული მონაცემების ასლები, მათ შორის:
12.1.1. ინფორმაცია იმის შესახებ, მუშავდება თუ არა მისი პერსონალური მონაცემები და კონკრეტულად რომელი მონაცემები მუშავდება;
12.1.2. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნის შესახებ ინფორმაცია;
12.1.3. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის შესახებ ინფორმაცია;
12.1.4. ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა მოპოვების წყაროს შესახებ;
12.1.5. ინფორმაცია იმის შესახებ, გადაეცა თუ არა მისი პერსონალური მონაცემები მესამე პირს და, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში, მონაცემთა მიმღების, გადაცემის მიზნისა და სამართლებრივი საფუძვლის შესახებ;
12.1.6. მოითხოვოს მცდარი, არაზუსტი ან არასრული პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება ან შევსება;
12.1.7. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება;
12.1.8. ნებისმიერ დროს გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ, კანონით დადგენილი წესით, და მოითხოვოს თანხმობის საფუძველზე დამუშავებული მონაცემების წაშლა, თუ არ არსებობს მათი შემდგომი დამუშავების სხვა სამართლებრივი საფუძველი.
12.2. აკადემია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნაზე რეაგირებას ახორციელებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადებში და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
12.3. მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
12.4. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, საკუთარი უფლებების რეალიზების მიზნით აკადემიას მიმართოს წერილობით, აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: maiaaslamazishvili605@gmail.com, აკადემიის მისამართზე: ჯავახეთის ქ . 1-ლი შესახვევი #4ა, ან კანონმდებლობით დაშვებული სხვა საშუალებით.
12.5. აკადემია უფლებამოსილია, მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის განხილვისას გადაამოწმოს განმცხადებლის ვინაობა და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს მისი იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი დამატებითი ინფორმაცია, პერსონალური მონაცემების დაცვისა და სხვა პირის მონაცემებზე უნებართვო წვდომის თავიდან აცილების მიზნით.
მუხლი 13 პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები
13.1. აკადემია პერსონალურ მონაცემებს ინახავს მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად ან/და კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად. შესაბამისი მიზნის მიღწევის ან მონაცემთა შენახვის სამართლებრივი საფუძვლის შეწყვეტის შემდეგ მონაცემები იშლება ან ნადგურდება, თუ მათი შემდგომი შენახვა კანონით არ არის გათვალისწინებული.
13.2. სასწავლო ავტომობილში განხორციელებული აუდიო და ვიდეომონიტორინგის შედეგად მიღებული ჩანაწერები ინახება არაუმეტეს 3 დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ჩანაწერები იშლება ან ნადგურდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი უფრო ხანგრძლივი ვადით შენახვა აუცილებელია კონკრეტული ინციდენტის, საჩივრის ან სამართლებრივი დავის განხილვისთვის და არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.
13.3. დასაქმებულების, სტაჟიორების, კანდიდატებისა და მსმენელების პერსონალური მონაცემები ინახება შესაბამისი მიზნისა და მონაცემთა კატეგორიის გათვალისწინებით, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით ან იმ პერიოდის განმავლობაში, რაც აუცილებელია აკადემიის საქმიანობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.
13.4. აკადემია უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების შენახვის ვადების განსაზღვრასა და პერიოდულ გადახედვას მონაცემთა დამუშავების მიზნების, მონაცემთა კატეგორიებისა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
მუხლი 14 გასაჩივრების უფლება
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან/და სასამართლოს.
მუხლი 15 კონტაქტი
აკადემიას პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერსებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ელ.ფოსტაზე, maiaaslamazishvili605@gmail.com, ასევე დაუკავშირდნენ სოციალური ქსელით https://www.facebook.com/smartstep.ge
მუხლი 16 დოკუმენტის განახლება
16.1. პოლიტიკა პერიოდულად გადაიხედება საჭიროების შესაბამისად.
16.2. პოლიტიკის უახლესი ვერსია ხელმისაწვდომია აკადემიის ვებ გვერდზე https://smartstep.ge/