3D მოდელირება & Blender
3D მოდელირება & Blender — დაეუფლე კურსს პროფესიონალურად
Smart Step Academy-ში შეძლებ 3D დიზაინის საფუძვლების ათვისებას და პროფესიონალური ნამუშევრების შექმნას ნულიდან. Blender 3D არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და პოპულარული უფასო პროგრამული უზრუნველყოფა სამგანზომილებიანი გრაფიკისთვის, ანიმაციისთვის, თამაშების დეველოპმენტისა და ვიზუალური ეფექტებისთვის (VFX).
📞 ჩაეწერეთ კურსზე ახლავე: 599 962 972
გააცოცხლე შენი იდეები 3D-ში — სწორი ინსტრუმენტით და პირველი ნაბიჯით
ალბათ ხშირად გინახავთ 3D გრაფიკა თამაშებში, რეკლამებში თუ არქიტექტურაში და გიფიქრიათ, რომ ამის შექმნა ძლიერ რთული ან მიუწვდომელია. სინამდვილეში, ყველაფერი სწორი ინსტრუმენტის არჩევით და პირველი ნაბიჯით იწყება.
დღეს 3D აღარ არის მხოლოდ გიგანტური სტუდიების პრივილეგია. ეს არის უნარი, რომელიც ნებისმიერ დიზაინერს, არქიტექტორს თუ უბრალოდ შემოქმედ ადამიანს სრულიად ახალ შესაძლებლობებს უხსნის.
რატომ სწორედ Blender?
როდესაც 3D-ს სწავლას იწყებ, არ გინდა დრო და ენერგია დახარჯო რთულ, გადატვირთულ და ძვირადღირებულ პროგრამებზე:
- ყველაფერი ერთად: Blender-ში შეგიძლია შექმნა მოდელი, გაუკეთო ტექსტურა, დააყენო განათება და მიიღო საბოლოო კადრი — სხვა პროგრამაში გადასვლა უბრალოდ არ გვჭირდება.
- სრულიად უფასოა: არანაირი ფარული გადასახადი და ყოველთვიური გამომწერები. პროგრამას იწერ და მაშინვე იწყებ მუშაობას.
- მსოფლიო ტრენდი: დღეს უამრავი დიდი სტუდია და ფრილანსერი სწორედ Blender-ზე გადადის, რადგან ის ძალიან სწრაფი და მოქნილია.
რას გთავაზობთ ამ 3 თვეში?
მიზანი არ არის, უბრალოდ ლექციები ან ლექსიკონივით ღილაკების ფუნქციების გამოყენება:
- მხოლოდ რეალური პრაქტიკა: პირველივე დღეებიდან დავიწყებთ რეალურ პროექტებზე მუშაობას.
- შენი პირველი პორტფოლიო: 3 თვის ბოლოს ხელთ გექნება არა უბრალოდ სერტიფიკატი, არამედ შენივე შექმნილი ნამუშევრები, რომლებსაც ამაყად აჩვენებ დამსაქმებელს ან პირველ დამკვეთს.
- მხარდაჭერა: სწავლის პროცესში წარმოქმნილ ყველა კითხვასა და სირთულეს ერთად გავივლით.
💡 კურსის განმავლობაში გაეცნობი:
- პროგრამის ინტერფეისსა და ინსტრუმენტებს – სრულფასოვანი მუშაობისთვის;
- მოდელირებას – ნებისმიერი ობიექტის შექმნის ტექნიკას;
- ტექსტურირებასა და მასალების შექმნას – რეალისტური ვიზუალისთვის;
- განათებასა და კამერის მორგებას – სცენის ხარისხის გაუმჯობესებისთვის;
- ანიმაციის საფუძვლებს – ობიექტების მოძრაობისა და დინამიკის დასამატებლად;
- რენდერს – ნამუშევრების მაღალი ხარისხით გამოტანის პროცესს.
კურსი აგებულია:
- მარტივად გასაგებ ახსნებზე და პრაქტიკულ დავალებებზე;
- გამიზნულია მიღებული ცოდნა დაუყოვნებლივ გამოიყენოთ;
- დასრულებისთანავე შეძლებთ საკუთარი 3D პროექტების დამოუკიდებლად შექმნას.
🎯 ეს კურსი შენთვისაა, თუ:
- ნულიდან იწყებ და გინდა თანამედროვე, საინტერესო პროფესიას ჩაუყარო საფუძველი (დამწყებთათვის, ვისაც სურს 3D ინდუსტრიაში კარიერის დაწყება);
- უკვე დიზაინერი ან არქიტექტორი ხარ და გსურს შენს ნამუშევრებს სამგანზომილებიანი მოცულობა და რეალიზმი შესძინო (გრაფიკული და ინტერიერის დიზაინერებისთვის);
- უბრალოდ გიყვარს ციფრული ხელოვნება, Game Dev ან ანიმაცია და გინდა შენი იდეები 3D-ში გააცოცხლო.
📚 ბლენდერის საბაზისო კურსი — 24 ლექცია დავალებებით (3 თვე, კვირაში 2 ლექცია)
თითოეული ლექცია აერთიანებს თეორიულ ნაწილს, ლექციაზე შესასრულებელ პრაქტიკას და საშინაო დავალებას
📅 ნაწილი I: საფუძვლები, Mesh მოდელირება, მოდიფიკატორები და სცენის აშენება (ლექცია 1 – 12) ▼
ლექცია 1 — Blender-ის გაცნობა
- თეორია: ინტერფეისი, ნავიგაცია, ფაილების შენახვა
- პრაქტიკა: სცენაში ობიექტების დამატება და წაშლა
- დავალება: შექმენი სცენა მინიმუმ 5 პრიმიტიული ობიექტით
ლექცია 2 — ობიექტების ტიპები
- თეორია: Mesh, Light, Camera, Curve, Text
- პრაქტიკა: ობიექტების შექმნა და მათი თვისებების შეცვლა
- დავალება: შექმენი სცენა, სადაც არის მინიმუმ 3 სხვადასხვა ტიპის ობიექტი
ლექცია 3 — Transform ინსტრუმენტები
- თეორია: Move, Rotate, Scale, Axis lock
- პრაქტიკა: ფორმების გადაადგილება, ბრუნვა და ზომის შეცვლა
- დავალება: შექმენი 3 სხვადასხვა ზომისა და კუთხის ობიექტი
ლექცია 4 — Edit Mode-ის საფუძვლები
- თეორია: Vertex, Edge, Face, Extrude, Inset, Loop Cut
- პრაქტიკა: კუბის მოდიფიკაცია Edit Mode-ში
- დავალება: შექმენი მოდიფიცირებული ობიექტი მინიმუმ 5 ცვლილებით
ლექცია 5 — Modifier-ები (ნაწილი 1)
- თეორია: Mirror, Subdivision Surface, Boolean, Array
- პრაქტიკა: სიმეტრიული ობიექტის შექმნა Mirror Modifier-ით
- დავალება: მოდელირე სიმეტრიული სკამი ან მაგიდა
ლექცია 6 — Modifier-ები (ნაწილი 2)
- თეორია: Solidify, Bevel და Hard Surface მოდელირება
- პრაქტიკა: კედლის მოდელირება სიღრმით და მრგვალი კუთხეებით
- დავალება: შექმენი მარტივი ყუთი Solidify + Bevel-ით
ლექცია 7 — Snap და ზუსტი ზომები
- თეორია: Snap ინსტრუმენტი, Measure Tool
- პრაქტიკა: კუბების სწორად გაწყობა Snap-ით
- დავალება: შექმენი კუბების რიგი თანაბარი დაშორებით
ლექცია 8 — მარტივი ობიექტის მოდელირება
- თეორია: Reference image-ის გამოყენება
- პრაქტიკა: სკამის მოდელირება რეფერენსით
- დავალება: მოიძიე ფოტო და მოდელირე მინიმუმ 1 მარტივი ობიექტი
ლექცია 9 — პატარა პროექტი 1
- თეორია: Workflow გამარტივება
- პრაქტიკა: მაგიდის მოდელირება ბოლომდე
- დავალება: დაამატე მაგიდას მინიმუმ 2 დეკორატიული ობიექტი
ლექცია 10 — გამეორება და პრაქტიკა
- თეორია: წინა თემების მოკლე მიმოხილვა
- პრაქტიკა: სტუდენტების ინდივიდუალური დავალებების შემოწმება
- დავალება: სრულად შენი დიზაინის სცენა შექმენი
ლექცია 11 — Reference image-ით რთული ფორმები
- თეორია: Low poly ფორმები
- პრაქტიკა: რეფერენსით მანქანის საბაზისო ფორმა
- დავალება: Low poly ცხოველის მოდელირება
ლექცია 12 — მარტივი სცენის აშენება
- თეორია: სცენის კომპოზიცია
- პრაქტიკა: ოთახის მოდელირება პრიმიტიული ობიექტებით
- დავალება: დაამატე მინიმუმ 3 ავეჯის ობიექტი
📅 ნაწილი II: მატერიალები, ტექსტურები, განათება, კამერა, რენდერი და ანიმაცია (ლექცია 13 – 24) ▼
ლექცია 13 — Shader Editor საფუძვლები
- თეორია: Principled BSDF სტრუქტურა & PBR მასალები
- პრაქტიკა: მარტივი მატერიალის შექმნა
- დავალება: შექმენი მინიმუმ 3 განსხვავებული ფერის მატერიალი
ლექცია 14 — Principled BSDF პარამეტრები
- თეორია: Roughness, Metallic, Transmission, Procedural Textures
- პრაქტიკა: მეტალის, შუშის და პლასტმასის მატერიალი
- დავალება: შექმენი მინიმუმ 1 შუშის და 1 მეტალის ობიექტი
ლექცია 15 — Image Texture საფუძვლები
- თეორია: Image Texture node
- პრაქტიკა: ხის ტექსტურის დამატება კუბზე
- დავალება: მოიძიე და გამოიყენე 3 სხვადასხვა ტექსტურა
ლექცია 16 — UV Unwrap საფუძვლები
- თეორია: UV მენეჯმენტი — ობიექტების გაშლა და ტექსტურისთვის მომზადება
- პრაქტიკა: მარტივი unwrap კუბზე და ცილინდრზე
- დავალება: unwrap + ტექსტურა ნებისმიერი ობიექტისთვის
ლექცია 17 — Texture Painting
- თეორია: საბაზისო მოხატვის ინსტრუმენტები
- პრაქტიკა: ობიექტის მოხატვა პირდაპირ Blender-ში
- დავალება: მოხატე მინიმუმ 2 ობიექტი
ლექცია 18 — განათების საფუძვლები
- თეორია: Light ტიპები (Point, Sun, Area, Spot), 3-Point Lighting
- პრაქტიკა: განათების ექსპერიმენტები სცენაში
- დავალება: განათე ობიექტი მინიმუმ 2 განსხვავებული სტილით
ლექცია 19 — HDRI გარემო & Render ძრავები
- თეორია: გარემოს განათების გამოყენება, Light Portals, Cycles & EEVEE Render
- პრაქტიკა: HDRI-ის დაყენება სცენაში, Denoising, Color Management
- დავალება: გამოიყენე HDRI და შეინახე რენდერი
ლექცია 20 — განათების პრაქტიკა
- თეორია: სინათლის ფერი და სიმძლავრე
- პრაქტიკა: დღის და ღამის სცენის განათება
- დავალება: 2 განსხვავებული განწყობის სცენა განათებით
ლექცია 21 — პატარა პროექტი 2 & ანიმაციის საფუძვლები
- თეორია: Workflow lighting + materials, Keyframes, Graph Editor
- პრაქტიკა: ობიექტების კომპოზიცია მატერიალებით და განათებით
- დავალება: შექმენი პატარა ინტერიერის სცენა
ლექცია 22 — გამეორება და განხილვა
- თეორია: წინა თემების მიმოხილვა
- პრაქტიკა: სტუდენტების ნამუშევრების განხილვა
- დავალება: შენი სცენის გაუმჯობესება
ლექცია 23 — კამერის პოზიციონირება
- თეორია: კამერის მოძრაობა, FoV, კადრის არჩევა
- პრაქტიკა: კამერის დაყენება სხვადასხვა კუთხით
- დავალება: შექმენი მინიმუმ 3 სხვადასხვა კადრი
ლექცია 24 — Depth of Field, კომპოზიცია და ფინალური რენდერი
- თეორია: DOF და კომპოზიციის საბაზისო წესები, პოსტ-პროდაქშენი
- პრაქტიკა: ობიექტის ბლურის ეფექტი და პორტფოლიოსთვის მომზადება
- დავალება: გადაიღე სცენა DOF-ით და გარეშე
დარეგისტრირდი 3D Blender-ის კურსზე
შეავსე ფორმა და ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად
გაიარეთ სწრაფი ონლაინ რეგისტრაცია და აირჩიეთ გადახდის მოსახერხებელი მეთოდი.