კურსები

სურსათის უვნებლობა და HACCP-ის პრინციპები

სურსათის უვნებლობა და HACCP-ის პრინციპები - Smart Step Academy
ახალი პროფესიული კურსი • Smart Step Academy

სურსათის უვნებლობა და HACCP-ის პრინციპები

ერთთვიანი ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული სასწავლო პროგრამა რეალურ ობიექტებზე გასვლით, სტაჟირებით, რეკომენდაციითა და ორენოვანი სერტიფიკატით. ტრენერი: ლუკა აფციაური.

⏳
ხანგრძლივობა
1 თვე (24 სთ / 12 შეხვედრა)
📅
განრიგი და სიხშირე
კვირაში 3-ჯერ (ორშ/სამშ/ხუთშ 20:00)
💻
ფორმატი
ჰიბრიდული (აუდიტორია + ონლაინ)
🎓
სერტიფიკატი
ორენოვანი + რეკომენდაცია
💳
სრული კურსის ღირებულება
1,300 ₾ (ნაწილ-ნაწილ გადახდით)

✨ HACCP კურსზე გელოდებათ:

  • რეალურ ობიექტებზე გასვლა +
  • სამუშაო გამოცდილება / პრაქტიკა +
  • ორენოვანი სერტიფიკატი +
  • რეკომენდაცია +
  • სტაჟირება +
  • ბოლო ლექციაზე დასაქმების ხერხები: როგორ დავსაქმდეთ და როგორ შეაფასო შენი ანაზღაურება ობიექტზე;
  • სასწავლო მასალები: მასალები PDF სახით გადმოგეგზავნებათ — სრულად უზრუნველყოფილი იქნებით;
  • გადახდა ნაწილ-ნაწილ: სრული კურსის ღირებულებაა 1,300 ლარი.

💼 დასაქმების შესაძლებლობები და პირობები

სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის პრინციპების ცოდნა სტუდენტებს დასაქმების შესაძლებლობას აძლევს რესტორნებში, კაფეებში, საკონდიტროებში, სასტუმროებში, კვების საწარმოებსა და სურსათის რეალიზაციის ობიექტებში და მრავალი სხვა…

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ შეძლებთ მუშაობას სურსათის უვნებლობის სპეციალისტის, HACCP-ის კოორდინატორის, ხარისხის კონტროლის თანამშრომლის ან შესაბამისი მიმართულების მენეჯერის პოზიციებზე.

  • განრიგი: ორშაბათი / სამშაბათი / ხუთშაბათი — 20:00 საათი (ხანგრძლივობა: 1 თვე, თითო ლექცია 90 წუთი – 2 სასწავლო საათი);
  • ონლაინ ჯგუფი: სტუდენტების რაოდენობა შეზღუდულია, რადგან სწავლის ხარისხი დაცული უნდა იყოს — მაქსიმუმ 5 ადამიანი;
  • აუდიტორიაში: 8–12 ადამიანი — მაქსიმალური ყურადღება თითოეულის მიმართ;
  • ჰიბრიდული სწავლება: გაქვთ საშუალება ასევე ჰიბრიდულად ისწავლოთ.
სილაბუსი • ნაწილი 1 და 2

1. ზოგადი ინფორმაცია და 2. კურსის აღწერა

კურსის დასახელებასურსათის უვნებლობა და HACCP-ის პრინციპები
კურსის ტიპიარაფორმალური პროფესიული სასწავლო კურსი
ხანგრძლივობა1 თვე
საერთო მოცულობა24 სასწავლო საათი
შეხვედრების რაოდენობა12 შეხვედრა
სიხშირეკვირაში 3 შეხვედრა (ორშაბათი / სამშაბათი / ხუთშაბათი 20:00 სთ)
ერთი შეხვედრის ხანგრძლივობა2 საათი (90 წუთი)
სწავლების ფორმაჰიბრიდული (ონლაინ + აუდიტორია)
სწავლების ენაქართული
ტრენერილუკა აფციაური
სასწავლო დაწესებულებაSmart Step Academy (Smart Step Academic)
შეფასების ფორმატესტირება + პრაქტიკული დავალებები + საბოლოო პროექტი
სერტიფიკატიკურსის წარმატებით დასრულების ორენოვანი სერტიფიკატი

📖 2. კურსის აღწერა

კურსი „სურსათის უვნებლობა და HACCP-ის პრინციპები” წარმოადგენს ერთთვიან პროფესიულ სასწავლო პროგრამას, რომლის მიზანია მონაწილეებისთვის სურსათის უვნებლობის, ჰიგიენისა და HACCP-ის პრინციპების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიწოდება.

კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან სურსათის უვნებლობის ძირითად საფრთხეებს, სურსათის ჰიგიენის მოთხოვნებს, ბიზნესოპერატორის ძირითად ვალდებულებებს, HACCP-ის სისტემის სტრუქტურასა და შვიდ ძირითად პრინციპს.

კურსის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა პრაქტიკულ სწავლებას, მათ შორის საფრთხეების ანალიზს, კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრას, კრიტიკული ზღვრების დადგენას, მონიტორინგს, მაკორექტირებელ ღონისძიებებსა და HACCP-ის დოკუმენტაციის მომზადებას.

🎯 3. კურსის მიზანი

  • შეიძინოს სურსათის უვნებლობის ძირითადი ცოდნა;
  • გაიაზროს სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული ბიოლოგიური, ქიმიური და ფიზიკური საფრთხეები;
  • გაეცნოს სურსათის ჰიგიენის ძირითად პრინციპებს;
  • გაიგოს HACCP სისტემის დანიშნულება და მნიშვნელობა;
  • შეისწავლოს HACCP-ის 7 პრინციპი;
  • შეძლოს საფრთხეების იდენტიფიცირება და შეფასება;
  • შეძლოს CCP-ების განსაზღვრის პრინციპების გამოყენება;
  • შეძლოს HACCP-ის ძირითადი დოკუმენტაციის მომზადება;
  • შეძლოს მიღებული ცოდნის რეალურ სურსათის ბიზნესოპერატორში გამოყენება.

👥 4. სამიზნე აუდიტორია და 5. წინაპირობები

სამიზნე აუდიტორია:

  • სურსათის ბიზნესოპერატორები;
  • რესტორნების, კაფეების, საცხობებისა და საკონდიტროების თანამშრომლები;
  • სურსათის წარმოების სფეროში დასაქმებული პირები;
  • კვების ობიექტების მენეჯერები;
  • ხარისხის კონტროლის თანამშრომლები;
  • HACCP-ის მიმართულებით დაინტერესებული პირები;
  • პირები, რომელთაც სურთ სურსათის უვნებლობის მიმართულებით პროფესიული ცოდნის მიღება;
  • დამწყები HACCP კონსულტანტები.

5. კურსზე დაშვების წინაპირობები:

  • სპეციალური წინაპირობა არ არის საჭირო;
  • სასურველია მინიმუმ საშუალო განათლება;
  • სურსათის სფეროს მიმართ ინტერესი;
  • საბაზისო კომპიუტერული უნარები დოკუმენტაციასთან მუშაობისთვის.
სტრუქტურა

6. კურსის ხანგრძლივობა და სტრუქტურა

კვირა მიმართულება საათები
I კვირასურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის საფუძვლები6 საათი
II კვირაGHP/GMP, საფრთხეები და HACCP-ის საფუძვლები6 საათი
III კვირაHACCP-ის 7 პრინციპი6 საათი
IV კვირაHACCP-ის დოკუმენტაცია და პრაქტიკული დანერგვა6 საათი
სულსრული კურსის მოცულობა (12 შეხვედრა)24 საათი
დეტალური სასწავლო გეგმა

📚 7. თემატური გეგმა (12 შეხვედრა)

📌 შეხვედრა №1 — სურსათის უვნებლობის საფუძვლები ▼
  • სურსათის უვნებლობის ცნება;
  • სურსათის უვნებლობის მნიშვნელობა;
  • საფრთხე და რისკი;
  • სურსათით გამოწვეული დაავადებები;
  • ბიოლოგიური საფრთხეები;
  • ქიმიური საფრთხეები;
  • ფიზიკური საფრთხეები;
  • ალერგენები;
  • ჯვარედინი დაბინძურება.
პრაქტიკული ნაწილი: მონაწილეები განიხილავენ კონკრეტული სურსათის მაგალითებს და განსაზღვრავენ შესაძლო საფრთხეებს.
📌 შეხვედრა №2 — სურსათის ჰიგიენა ▼
  • პერსონალური ჰიგიენა;
  • ხელების ჰიგიენა;
  • სამუშაო ტანსაცმელი;
  • თანამშრომელთა ჯანმრთელობის კონტროლი;
  • სისუფთავე და დასუფთავება;
  • დეზინფექცია;
  • მავნებლების კონტროლი;
  • ნარჩენების მართვა;
  • წყლისა და ყინულის უვნებლობა;
  • ჯვარედინი დაბინძურების პრევენცია.
პრაქტიკული ნაწილი: ჰიგიენური შეუსაბამობების იდენტიფიცირება რეალური ობიექტის მაგალითზე.
📌 შეხვედრა №3 — სურსათის უვნებლობის სამართლებრივი საფუძვლები ▼
  • სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი სისტემა;
  • ბიზნესოპერატორის ძირითადი ვალდებულებები;
  • სახელმწიფო კონტროლი;
  • ინსპექტირების ძირითადი პრინციპები;
  • შეუსაბამობები;
  • მიკვლევადობა;
  • დოკუმენტაცია და ჩანაწერები;
  • HACCP-ის მნიშვნელობა კანონმდებლობის კონტექსტში.
შუალედური აქტივობა: მოკლე გამოკითხვა №1.
📌 შეხვედრა №4 — GHP და GMP ▼
  • Good Hygiene Practices — GHP;
  • Good Manufacturing Practices — GMP;
  • საწარმოო/სამუშაო გარემოს მოთხოვნები;
  • პერსონალის ჰიგიენა;
  • აღჭურვილობა;
  • ნედლეულის მიღება;
  • შენახვის პირობები;
  • ტემპერატურული კონტროლი;
  • დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცედურები.
პრაქტიკული დავალება: მონაწილე ადგენს კონკრეტული კვების ობიექტისთვის ჰიგიენური კონტროლის მოკლე გეგმას.
📌 შეხვედრა №5 — საფრთხეების ანალიზი ▼
  • საფრთხის იდენტიფიცირება;
  • ბიოლოგიური საფრთხეები;
  • ქიმიური საფრთხეები;
  • ფიზიკური საფრთხეები;
  • საფრთხის ალბათობა;
  • საფრთხის სიმძიმე;
  • რისკის შეფასება;
  • პრევენციული ღონისძიებები.
პრაქტიკული მაგალითი: ქათმის ბურგერის წარმოების პროცესის საფრთხეების ანალიზი.
📌 შეხვედრა №6 — HACCP-ის სისტემა ▼
  • HACCP-ის ისტორია;
  • HACCP-ის მიზანი;
  • HACCP-ის მნიშვნელობა;
  • HACCP-ის ძირითადი სტრუქტურა;
  • HACCP გუნდი;
  • პროდუქტის აღწერა;
  • დანიშნულების განსაზღვრა;
  • ტექნოლოგიური პროცესის სქემა.
შუალედური ტესტი №1: I–II კვირებში მიღებული თეორიული ცოდნის შეფასება.
📌 შეხვედრა №7 — I და II პრინციპი ▼
  • I პრინციპი — საფრთხეების ანალიზი;
  • II პრინციპი — CCP-ის განსაზღვრა;
  • საფრთხეების ანალიზის ცხრილი;
  • საკონტროლო ღონისძიებები;
  • Critical Control Point;
  • CCP და CP;
  • გადაწყვეტილების ხე;
  • CCP-ის განსაზღვრის პრაქტიკა.
პრაქტიკული დავალება: მონაწილე განსაზღვრავს CCP-ებს მოცემულ ტექნოლოგიურ პროცესში.
📌 შეხვედრა №8 — III, IV და V პრინციპები ▼
  • III პრინციპი — კრიტიკული ზღვრების დადგენა;
  • IV პრინციპი — მონიტორინგის სისტემის შექმნა;
  • V პრინციპი — მაკორექტირებელი მოქმედებები;
  • Critical Limits;
  • ტემპერატურა;
  • დრო;
  • pH და სხვა შესაბამისი პარამეტრები;
  • მონიტორინგის სიხშირე;
  • პასუხისმგებელი პირი;
  • შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებები.
პრაქტიკული დავალება: CCP-ისთვის მონიტორინგის ფორმის შევსება.
📌 შეხვედრა №9 — VI და VII პრინციპები ▼
  • VI პრინციპი — ვერიფიკაცია;
  • VII პრინციპი — დოკუმენტაცია და ჩანაწერების წარმოება;
  • ვერიფიკაცია;
  • ვალიდაცია;
  • შიდა კონტროლი;
  • დოკუმენტების მართვა;
  • ჩანაწერების წარმოება;
  • ჟურნალები;
  • მონიტორინგის ფორმები;
  • შეუსაბამობების რეგისტრაცია.
შუალედური ტესტი №2.
📌 შეხვედრა №10 — HACCP-ის დოკუმენტაცია ▼
  • HACCP-ის გეგმა;
  • პროდუქტის აღწერა;
  • პროცესის დიაგრამა;
  • საფრთხეების ანალიზის ცხრილი;
  • CCP-ის ცხრილი;
  • მონიტორინგის ჟურნალები;
  • მაკორექტირებელი ღონისძიებების ფორმები;
  • ვერიფიკაციის ჩანაწერები;
  • დოკუმენტების შენახვისა და მართვის პრინციპები.
პრაქტიკული ნაწილი: HACCP-ის დოკუმენტაციის ნაწილის დამოუკიდებლად შევსება.
📌 შეხვედრა №11 — პრაქტიკული HACCP პროექტი ▼
  • ობიექტის აღწერა;
  • პროდუქტის აღწერა;
  • ტექნოლოგიური პროცესი;
  • საფრთხეების ანალიზი;
  • CCP-ების განსაზღვრა;
  • კრიტიკული ზღვრები;
  • მონიტორინგი;
  • მაკორექტირებელი ღონისძიებები;
  • ვერიფიკაცია;
  • შესაბამისი ჩანაწერები.
პრაქტიკული პროექტი: მონაწილეები ირჩევენ ობიექტს (რესტორანი, კაფე, საცხობი, საკონდიტრო, კვების საწარმო ან სხვა სურსათის ბიზნესოპერატორი) და ამზადებენ მცირე HACCP პროექტს.
📌 შეხვედრა №12 — საბოლოო შეფასება და დასაქმების რეკომენდაციები ▼
  • საბოლოო თეორიული გამოცდა — 30 ტესტური კითხვა;
  • პრაქტიკული დავალება — საფრთხეების, რისკების, CCP-ის, კრიტიკული ზღვრების, მონიტორინგისა და მაკორექტირებელი მოქმედებების განსაზღვრა;
  • პროექტის პრეზენტაცია;
  • საბოლოო შეფასება და კურსის შედეგების შეჯამება;
  • ხერხები: როგორ დავსაქმდეთ და როგორ შეაფასო შენი ანაზღაურება ობიექტზე.
მეთოდოლოგია და შეფასება

8. სწავლების მეთოდები და 9. შეფასების სისტემა

💡 8. სწავლების მეთოდები

  • ლექციური სწავლება;
  • პრეზენტაციები;
  • დისკუსია;
  • კითხვა-პასუხი;
  • ქეისების განხილვა;
  • პრაქტიკული სავარჯიშოები;
  • ჯგუფური მუშაობა;
  • ინდივიდუალური დავალებები;
  • რეალური ბიზნესობიექტების მაგალითების განხილვა;
  • ტესტირება;
  • საბოლოო პრაქტიკული პროექტი.

🏆 სერტიფიკატის მიღების პირობა:

  • მონაწილემ უნდა დააგროვოს მინიმუმ 70%;
  • დაასრულოს კურსით გათვალისწინებული პრაქტიკული დავალებები;
  • ჩააბაროს საბოლოო შეფასება;
  • ჰქონდეს მინიმუმ 80% დასწრება.

📊 9. შეფასების სისტემა და კრიტერიუმები

შეფასების კომპონენტიწილი
დასწრება და აქტიურობა10%
შუალედური ტესტი №115%
პრაქტიკული დავალებები25%
შუალედური ტესტი №215%
საბოლოო თეორიული გამოცდა20%
საბოლოო პრაქტიკული პროექტი15%
სულ100%
შედეგიშეფასება
90–100%შესანიშნავი
80–89%ძალიან კარგი
70–79%კარგი
60–69%დამაკმაყოფილებელი
<60%ვერ დაძლია კურსი

🎓 10. სწავლის მოსალოდნელი შედეგები

ცოდნის დონეზე:

  • განმარტავს სურსათის უვნებლობის ძირითად ცნებებს;
  • განასხვავებს ბიოლოგიურ, ქიმიურ და ფიზიკურ საფრთხეებს;
  • განმარტავს HACCP-ის მიზანს;
  • ჩამოთვლის HACCP-ის 7 პრინციპს;
  • განმარტავს CCP-ის მნიშვნელობას.

პრაქტიკული უნარების დონეზე:

  • ახორციელებს საფრთხეების პირველადი იდენტიფიცირების პროცესს;
  • მონაწილეობს საფრთხეების ანალიზში;
  • განსაზღვრავს შესაძლო CCP-ებს;
  • ადგენს მონიტორინგის მარტივ ფორმებს;
  • განსაზღვრავს მაკორექტირებელ ღონისძიებებს;
  • ამზადებს HACCP-ის ძირითადი დოკუმენტაციის ნიმუშებს;
  • იყენებს HACCP-ის პრინციპებს კონკრეტული სურსათის ბიზნესოპერატორის მაგალითზე.

📂 11. სასწავლო მასალები & 12. ტრენერის კომპეტენციები

11. სასწავლო მასალები:

  • სალექციო პრეზენტაციები და სასწავლო კონსპექტები;
  • HACCP-ის სამუშაო ფორმები და საფრთხეების ანალიზის ცხრილები;
  • CCP-ის განსაზღვრის სავარჯიშოები და მონიტორინგის ჟურნალების ნიმუშები;
  • პრაქტიკული ქეისები, ტესტირების მასალები და საბოლოო პროექტის შაბლონი.

12. ტრენერი: ლუკა აფციაური

  • სურსათის უვნებლობის მიმართულებით მიღებული პროფესიული ცოდნა;
  • HACCP-ის მიმართულებით გავლილი შესაბამისი სწავლება და სერტიფიკატები;
  • HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება;
  • ბიზნესოპერატორებთან სურსათის უვნებლობის სისტემების დანერგვისა და პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება.

🛠 14. კომპეტენცია, 15. რესურსები & 16. საბოლოო პროდუქტი

14. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეს შეუძლია: კურსის დასრულების შედეგად მონაწილე ფლობს სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის პრინციპების შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას და შეუძლია მიღებული ცოდნის გამოყენება სურსათის ბიზნესოპერატორის საქმიანობაში, შესაბამისი კომპეტენციისა და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

15. საჭირო რესურსები: პროექტორი/ეკრანი, კომპიუტერი, პრეზენტაციები, სასწავლო მასალები, HACCP-ის ფორმები, ტესტები, პრაქტიკული ქეისები, საჭიროების შემთხვევაში — რეალური ობიექტის/პროცესის მაგალითები.

16. კურსის საბოლოო პროდუქტი: კურსის ბოლოს თითოეულმა მონაწილემ უნდა შექმნას მცირე პრაქტიკული HACCP პროექტი კონკრეტული სურსათის ბიზნესოპერატორისთვის. პროექტი წარმოადგენს კურსის განმავლობაში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ერთობლივ გამოყენებას და მონაწილემ უნდა შეძლოს მისი პრეზენტაცია.

📋 13. სერტიფიკატი & 17. ადმინისტრაციული ინფორმაცია

SMART STEP ACADEMIC — CERTIFICATE OF COMPLETION

სერტიფიკატი ადასტურებს, რომ მონაწილემ წარმატებით გაიარა: „სურსათის უვნებლობა და HACCP-ის პრინციპები” (კურსის ხანგრძლივობა: 24 საათი • ტრენერი: ლუკა აფციაური).

სამართლებრივი/საგანმანათლებლო შენიშვნა: აღნიშნული სერტიფიკატი ადასტურებს არაფორმალური სასწავლო კურსის წარმატებით დასრულებას და არ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიულ კვალიფიკაციას ან აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას.

  • ლექციების დღეები და საათები: ორშაბათი / სამშაბათი / ხუთშაბათი, 20:00 საათი;
  • ჯგუფის რაოდენობა: ონლაინ მაქსიმუმ 5 მსმენელი, აუდიტორიაში 8–12 მსმენელი;
  • კურსის საფასური: 1,300 ₾ (შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ გადახდა);
  • სერტიფიკატის გაცემის წესი: მინიმუმ 70% შეფასება, პრაქტიკული დავალებებისა და საბოლოო შეფასების ჩაბარება, მინიმუმ 80% დასწრება.
რეგისტრაცია

დარეგისტრირდი სურსათის უვნებლობისა და HACCP-ის კურსზე

შეავსე ფორმა და ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად