Skip to navigation Skip to main content
SMART STEP ACADEMY
  • კურსები
  • ჩვენ შესახებ
  • პორტფოლიოები
  • ბლოგი
  • კონტაქტი
599 58 22 07

დაგვიკავშირდი

კურსზე ჩაწერა
Menu
SMART STEP ACADEMY
599 58 22 07

დაგვიკავშირდი

შპს „სმარტ სთეფ აკადემია“ • ს/კ 406351638

წესები და პირობები

შპს „სმარტ სთეფ აკადემიის“ (ს/კ 406351638) ვებგვერდით სარგებლობისა და აკადემიის საგანმანათლებლო მომსახურების მიღების ოფიციალური წესები და პირობები.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა →
სარჩევი: მუხლი 1 მუხლი 2 მუხლი 3 მუხლი 4 მუხლი 5 მუხლი 6 მუხლი 7 მუხლი 8

მუხლი 1 ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს შპს „სმარტ თეორიის აკადემიის“ (შემდგომში — „აკადემია“) ვებგვერდით სარგებლობისა და აკადემიის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო მომსახურების მიღების პირობებს.

1.2. ვებგვერდის მისამართია: www.smartstep.ge (შემდგომში — „ვებგვერდი“).

1.3. ვებგვერდით სარგებლობის, რეგისტრაციის ან აკადემიის მომსახურების მიღების დაწყებამდე მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს.

1.4. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის პროცესში შესაბამისი ღილაკის მონიშვნა ან დაჭერა, თუ აღნიშნული მოქმედება მკაფიოდ გამოხატავს მის თანხმობას, ადასტურებს წესებისა და პირობების გაცნობასა და მიღებას. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა, როდესაც ის სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენება, მიიღება ცალკე, შესაბამისი მოთხოვნების დაცვით.

მუხლი 2 ტერმინთა განმარტება

2.1. „აკადემია“ — შპს „სმარტ სთეფ აკადემია“.

2.2. „მომხმარებელი“ — ფიზიკური პირი, რომელიც იყენებს ვებგვერდს ან სარგებლობს აკადემიის მომსახურებით.

2.3. „მომსახურება“ — აკადემიის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო მომსახურება, მათ შორის, თეორიული და პრაქტიკული სწავლება, ფასიანი ან უფასო კურსები, მასტერკლასები, ონლაინ გაკვეთილები და სასწავლო მასალების მიწოდება, იმ ფარგლებში, რა მომსახურებასაც აკადემია რეალურად ახორციელებს.

2.4. „წინასწარ ჩაწერილი კურსი“ — აკადემიის მიერ ელექტრონული პლატფორმის ან სხვა ციფრული საშუალების მეშვეობით მიწოდებული სასწავლო პროდუქტი, რომელიც მოიცავს წინასწარ ჩაწერილ ვიდეომასალებსა და შესაბამის სასწავლო რესურსებს.

2.5. „პერსონალური მონაცემი“, „მონაცემთა სუბიექტი“, „მონაცემთა დამუშავება“, „მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი“ და „დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი“ განიმარტება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და აკადემიაში მოქმედი პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად.

მუხლი 3 ვებგვერდის მიზანი და გამოყენება

3.1. ვებგვერდის მიზანია მომხმარებლისთვის აკადემიის საქმიანობის, საგანმანათლებლო პროგრამების, კურსების, სწავლების პირობების, ღირებულების, რეგისტრაციის წესისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება.

3.2. ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს აკადემიის მიერ შეთავაზებულ მომსახურებას, გაიაროს რეგისტრაცია, მიიღოს ინფორმაცია კურსების შესახებ და ისარგებლოს ვებგვერდზე ხელმისაწვდომი ფუნქციებით.

3.3. მომხმარებელი ვალდებულია ვებგვერდით ისარგებლოს კანონიერად, არ დაარღვიოს მესამე პირთა უფლებები და არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ვებგვერდის უსაფრთხო და გამართულ ფუნქციონირებას.

მუხლი 4 რეგისტრაციისა და მომსახურების მიღების პირობები

4.1. აკადემიის მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა, შესაბამისი მომსახურების პირობების მიხედვით, შეიძლება გაიაროს ელექტრონული რეგისტრაცია ან მიმართოს აკადემიას სხვა ხელმისაწვდომი საშუალებით.

4.2. რეგისტრაციისას მომხმარებელს შეიძლება მოეთხოვოს შემდეგი მონაცემების მითითება: სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და კონკრეტული მომსახურების მისაღებად აუცილებელი სხვა ინფორმაცია.

4.3. მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ მითითებული ინფორმაციის სისწორეზე და ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, განაახლოს საკონტაქტო მონაცემები.

4.4. უფასო კურსზე ან მასტერკლასზე რეგისტრაციისას მომხმარებელი ავსებს შესაბამის სარეგისტრაციო ფორმას. რეგისტრაციის დადასტურების შემდეგ აკადემია მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას კურსზე ან მასტერკლასზე დაშვების, ჩატარების თარიღისა და მონაწილეობის წესის შესახებ.

4.5. ფასიან კურსზე რეგისტრაციისას მომხმარებელს წინასწარ მიეწოდება ინფორმაცია კურსის შინაარსის, ხანგრძლივობის, ღირებულების, გადახდის წესისა და სხვა არსებითი პირობების შესახებ. მომსახურების კონკრეტული პირობები შეიძლება განისაზღვროს დამატებითი ხელშეკრულებით ან კურსის სპეციალური პირობებით.

4.6 კურსზე ადგილის დასაჯავშნად მომხმარებელი იხდის შესაბამისი კურსის პირობებით განსაზღვრულ თანხას, რომელიც ჩაითვლება კურსში მონაწილეობის საფასურის ნაწილად. გადახდის ოდენობა და ვადა განისაზღვრება კონკრეტული კურსის პირობების შესაბამისად.

4.7 მომხმარებლის მიერ კურსზე უარის თქმის ან კურსში მონაწილეობის თვითნებურად შეწყვეტის შემთხვევაში, თუ აღნიშნული არ არის გამოწვეული საპატიო მიზეზით ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებით, გადახდილი თანხა არ ბრუნდება. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს აკადემიას და, საჭიროების შემთხვევაში, წარადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთ შემთხვევაში აკადემია განიხილავს გადახდილი თანხის დაბრუნების ან სხვა კურსზე მისი გამოყენების შესაძლებლობას.

4.8 თუ კურსის ჩატარება ვერ ხერხდება აკადემიის მიზეზით, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს გადახდილი თანხის დაბრუნება ან, მხარეთა შეთანხმებით, სხვა კურსზე მისი გამოყენება. თანხის დაბრუნება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4.9 ამ მუხლით გათვალისწინებული თანხის დაბრუნების შეზღუდვა არ ზღუდავს მომხმარებლის იმ უფლებებს, რომლებიც მას საქართველოს კანონმდებლობით აქვს მინიჭებული, მათ შორის, ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და თანხის დაბრუნების უფლებას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

4.10 თუ აკადემია მომხმარებელს სთავაზობს წინასწარ ჩაწერილ კურსს, კურსის შეძენისა და მასზე წვდომის მინიჭების პირობები, მათ შორის, წვდომის ვადა, განისაზღვრება შესაბამისი კურსის აღწერილობითა და სპეციალური პირობებით.

4.11 მომხმარებლისთვის კურსზე წვდომის მინიჭება არ გულისხმობს სასწავლო მასალებზე საავტორო ან სხვა განსაკუთრებული უფლებების გადაცემას. მომხმარებელს მასალების გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებითა და აკადემიის მიერ დადგენილი პირობების ფარგლებში.

4.12 მომხმარებელს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს თანხის დაბრუნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ვადებში. ციფრული შინაარსის მიწოდების დაწყებასთან დაკავშირებული გამონაკლისები გამოიყენება მხოლოდ კანონით დადგენილი წინაპირობების შესრულებისას.

4.13 თანხის დაბრუნების მოთხოვნისთვის მომხმარებელს შეუძლია მიმართოს აკადემიას შემდეგ საკონტაქტო მისამართზე: ჯავახეთის ქ. 1-ლი შესახვევი 4ა. მოთხოვნის განხილვა და თანხის დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობითა და შესაბამისი მომსახურების პირობებით დადგენილი წესით.

4.14 აკადემიის მიერ კურსის ჩატარების დროის ან სხვა მნიშვნელოვანი პირობის შეცვლის შემთხვევაში მომხმარებელს ეცნობება ცვლილების შესახებ გონივრულ ვადაში. მომხმარებლის უფლებები ასეთ შემთხვევაში განისაზღვრება ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 5 ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია და მასალები

5.1. ვებგვერდზე განთავსებული ტექსტები, ფოტოები, ვიდეომასალები, სასწავლო რესურსები, დიზაინი და სხვა მასალები დაცულია საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონმდებლობით, თუ კონკრეტულ მასალასთან დაკავშირებით სხვა რამ არ არის მითითებული.

5.2. აკადემიის წინასწარი თანხმობის გარეშე აკრძალულია სასწავლო მასალების ან მათი ნაწილის უნებართვო კოპირება, ჩაწერა, გავრცელება, გაყიდვა, საჯაროდ ხელმისაწვდომად გახდომა ან კომერციული მიზნებით გამოყენება, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა.

5.3. მომხმარებელს უფლება აქვს, ვებგვერდზე განთავსებული საჯარო ინფორმაცია გამოიყენოს პირადი და არაკომერციული მიზნებისთვის, კანონმდებლობითა და საავტორო უფლებების დაცვით.

5.4. აკრძალულია ვებგვერდის ტექნიკური ან პროგრამული უსაფრთხოების დარღვევა, უნებართვო წვდომის მოპოვება ან მისი გამართული მუშაობისთვის ხელის შეშლა.

მუხლი 6 ვებგვერდზე წვდომა და წესებში ცვლილებების შეტანა

6.1. აკადემია იღებს გონივრულ ზომებს ვებგვერდის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად, თუმცა ტექნიკური შეფერხების ან აკადემიის კონტროლს მიღმა არსებული გარემოების გამო ვებგვერდზე წვდომა შესაძლოა დროებით შეიზღუდოს.

6.2. აკადემია უფლებამოსილია შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები. განახლებული ვერსია ქვეყნდება ვებგვერდზე, ცვლილების ძალაში შესვლის თარიღის მითითებით, ხოლო არსებითი ცვლილებების შემთხვევაში მომხმარებელს ეცნობება კანონმდებლობითა და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.

6.3. წესებში შეტანილი ცვლილებები არ ზღუდავს მომხმარებლის უკვე წარმოშობილ უფლებებს და არ ცვლის მანამდე დადებული ხელშეკრულების პირობებს უკუძალით, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა.

მუხლი 7 პერსონალური მონაცემების დაცვა

7.1. აკადემია მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მომსახურების მიწოდების, რეგისტრაციის ადმინისტრირების, მომხმარებელთან კომუნიკაციისა და კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას.

7.2. მონაცემთა დამუშავების მიზნების, სამართლებრივი საფუძვლების, მონაცემთა კატეგორიების, შენახვის ვადების, მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და სხვა საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია განისაზღვრება აკადემიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკით.

7.4. თუ კურსის ან მასტერკლასის მიმდინარეობისას ხორციელდება აუდიო- ან ვიდეოჩაწერა, მონაწილეებს წინასწარ მიეწოდებათ ინფორმაცია ჩაწერის მიზნის, სამართლებრივი საფუძვლის, ჩანაწერების გამოყენებისა და შენახვის წესის შესახებ. ჩანაწერის საჯაროდ გავრცელება ან სარეკლამო მიზნით გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას.

მუხლი 8 დასკვნითი დებულებები

8.1. წინამდებარე წესები და პირობები განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

8.2. წესებთან და პირობებთან დაკავშირებული საკითხების წარმოშობისას მხარეები ცდილობენ საკითხის ურთიერთშეთანხმებით გადაწყვეტას, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8.3. აკადემიის საკონტაქტო ინფორმაცია:

იურიდიული დასახელება: შპს „სმარტ სთეფ აკადემია“
საიდენტიფიკაციო ნომერი: 406351638
ვებგვერდი: www.smartstep.ge
ელექტრონული ფოსტა: maiaaslamazishvili605@gmail.com
მისამართი: ჯავახეთის ქ. 1-ლი შესახვევი 4ა

სად ვართ?

თბილისი, ვარკეთილი,
ჯავახეთს I შესახვევი, N4ა

საკონტაქტო ინფორმაცია

599 58 22 07
info@smartstep.ge

სოციალური ქსელი

Facebook Instagram TikTok
წესები და პირობებიპერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა
SMART STEP ACADEMY — ყველა უფლება დაცულია.

ჩაეწერე კურსზე ახლავე და მიღე ფასდაკლება

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა და მალე დაგიკავშირდებით.

    Close
    • კურსები
    • ჩვენ შესახებ
    • პორტფოლიოები
    • ბლოგი
    • კონტაქტი