სტუდენტების პორტფოლიოები
გაიცანით Smart Step Academy-ის წარმატებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები. დაათვალიერეთ მათი რეალური Behance პორტფოლიოები და გაეცანით მათ გამოცდილებას.
🌟 კურსდამთავრებულთა შეფასებები და პორტფოლიოები
სტუდენტები საკუთარი გამოცდილებითა და დასრულებული პროექტებით
თთეონა წიკლაური
"მადლობა SMART STEP Academy-ს იმ ცოდნისა და გამოცდილებისათვის რაც მან მომცა. შრომით, მონდომებით და მიზანდასახულობით ყველაფერი მიიღწევა..."
💬 სრულად ნახვა ▼
მადლობა SMART STEP Academy-ს იმ ცოდნისა და გამოცდილებისათვის რაც მან მომცა. შრომით, მონდომებით და მიზანდასახულობით ყველაფერი მიიღწევა. ყველას წარმატებებს გისურვებთ! (უნიჭიერესი და უძლიერესი მხატვარი / გრაფიკოს დიზაინერი, წარმატებული კურსდამთავრებული).📂 სხვა პროექტების ნახვა (2) ▼
📁 Georgian Wine (ქართული ღვინის ბრენდინგი) Bē Behance პორტფოლიოს ნახვა → 📁 Final Project (საფინალო პროექტი) Bē Behance პორტფოლიოს ნახვა →ნინი სხირტლაძე
"ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი გრაფიკული დიზაინის შესწავლა აღმოჩნდა..."
💬 სრულად ნახვა ▼
ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი გრაფიკული დიზაინის შესწავლა აღმოჩნდა. კურსის განმავლობაში ვისწავლე ფერებთან, ტექსტთან და ნამუშევრის ვიზუალურ მხარესთან მუშაობა. ამ ყველაფრის შესწავლამ კი საკუთარი სტილი ჩამომაყალიბებინა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აკადემიის გუნდს მხარდაჭერისთვის, მათმა აქტიურმა ჩართულობამ და განსაკუთრებულმა სწავლებამ მომცა ის ცოდნა, რომლის საფუძველზეც განვითარდი და ვირწმუნე საკუთარი თავის. გრაფიკული დიზაინი არ არის მხოლოდ პროფესია, ის გაქცევს შემოქმედად.📂 სხვა პროექტების ნახვა (1) ▼
📁 Game Lounge "Hang Out" Design & Branding Bē Behance პორტფოლიოს ნახვა →მარიამ ქავთარაძე
"SMART STEP Academy-მ რამდენიმე წლის წინ დასახული მიზნის სრულყოფის შესაძლებლობა მომცა..."
💬 სრულად ნახვა ▼
SMART STEP Academy-მ რამდენიმე წლის წინ დასახული მიზნის სრულყოფის შესაძლებლობა მომცა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი გუნდის თითოეულ წევრს. ფერებთან ურთიერთობა ყოველთვის მიყვარდა, კურსის გავლამ კი უფრო მეტად მიგვაჯაჭვა ერთმანეთს. ჩემს პორტფოლიოში მე ქართული სამზარეულოს მომხიბვლელ სამყაროში ჩავიძირე. თითოეული რეცეპტი მოგვითხრობს მდიდარ ისტორიას. ჩემი პორტფოლიო გიწვევთ სამოგზაუროდ საქართველოს გასტრონომიული საგანძურის გულსა და სულში.ნინო ჩიტაია
"დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა გრაფიკული დიზაინის შესწავლა, SMART STEP ACADEMY-მ კი ჩემი იმედები გაამართლა..."
💬 სრულად ნახვა ▼
დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა გრაფიკული დიზაინის შესწავლა, თუმცა არ ვიცოდი რომელი აკადემია იქნებოდა სწორი არჩევანი. მალევე აღმოვაჩინე SMART STEP ACADEMY, რომელმაც ჩემი იმედები გაამართლა. აქ მიღებულმა ცოდნამ და პრაქტიკულმა მუშაობამ მომცა შესაძლებლობა ახალი უნარები განმევითარებინა. აკადემიაში სწავლის განმავლობაში უფრო თავდაჯერებული გავხდი, ვისწავლე გუნდური მუშაობა და დროის სწორად მართვა. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მენტორებს მათი პროფესიონალიზმისა და მოტივაციისთვის.ნუცა ქვლივიძე
"ჩემი პორტფოლიოს თემატიკა გახლავთ 'როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მუსიკალური ინსტრუმენტები სხვადასხვა პერსპექტივიდან'..."
💬 სრულად ნახვა ▼
გამარჯობა! მე ვარ ნუცა ქვლივიძე. დავამთავრე გრაფიკული დიზაინი Smart Step Academy-ში. ძალიან მოხარული ვარ ჩემი გამოცდილებით. ჩემი პორტფოლიოს თემატიკა გახლავთ 'როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მუსიკალური ინსტრუმენტები სხვადასხვა პერსპექტივიდან'. ჩემი მუზა ყოველთვის მუსიკალური ინსტრუმენტები იყო, ბავშვობიდან მინდოდა გიტარაზე დაკვრა. პირველი ნამუშევარი გიტარით დაიწყო და შემდეგ სხვადასხვა ინსტრუმენტებიც ჩავრთე. მადლობა ჩემს ლექტორებს, რომ შევძელი იდეების რეალობად ქცევა!ნინი შამუგია
"მოვამზადე ექვსი ნამუშევრისგან შემდგარი სერია, რომელშიც გაერთიანებულია სხვადასხვა ქვეყნის სიმბოლოები და ტოტემური ცხოველები..."
💬 სრულად ნახვა ▼
მე ვასრულებ გრაფიკული დიზაინის კურსს და მოვამზადე ექვსი ნამუშევრისგან შემდგარი სერია. მასში გაერთიანებულია სხვადასხვა ქვეყნის სიმბოლოები და მათი შესაბამისი ტოტემური ცხოველები. ამ კურსმა მასწავლა, თუ როგორ ვაქციო რთული იდეები მკაფიო ვიზუალურ ენად და გამოვიყენო ციფრული ინსტრუმენტები ემოციების გადმოსაცემად.ელენე ხუსკივაძე
"ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა ხელოვნების ნიმუშებთან კონტაქტი... გადავწყვიტე ექვსი უდიდესი მხატვრის შემოქმედება ექვს პატარა სახლში გამეერთიანებინა..."
💬 სრულად ნახვა ▼
ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა ხელოვნების ნიმუშებთან კონტაქტი. ჩემი აზრით ეს არის ზეადამიანური საქმიანობა, რომელსაც შესწევს ძალა საუკეთესო ემოციებით აგავსოს. ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი ნაშრომი როგორმე დამეკავშირებინა ხელოვნებასთან... გადავწყვიტე ექვსი უდიდესი მხატვრის შემოქმედება ექვს პატარა სახლში გამეერთიანებინა. იმედს ვიტოვებ ხელოვნება თავად ისაუბრებს და აგავსებთ საუკეთესო ემოციებით.მარიამ ნარიმანიძე
"აკადემიაში სწავლება ნამდვილად პროფესიონალურ დონეზე მიმდინარეობს... ჩემი პროექტი გავაკეთე საქართველოს კულტურასა და ცეკვის ტრადიციაზე..."
💬 სრულად ნახვა ▼
აკადემიაში სწავლება ნამდვილად პროფესიონალურ დონეზე მიმდინარეობს, დეტალურად აღწერენ ყველაფერს. რისი მოლოდინიც მქონდა, იმაზე მეტი მივიღე. დავამთავრე სამხატვრო აკადემია ფერწერის მიმართულებით, გრაფიკული დიზაინის კურსი კი ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო. ჩემი პროექტი გავაკეთე საქართველოს ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობაზე და გადმოვეცი ჩემი თვალით დანახული საქართველო — ქართული ცეკვის ტრადიცია, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის პოეზიის მოტივებით.ნუცა გაძაკაშვილი
"აკადემიაში სწავლებამ ცოდნასთან ერთად მომცა იმის საშუალებაც, რომ ჩემით გავუმკლავდე ყოველგვარ სირთულეს..."
💬 სრულად ნახვა ▼
აკადემიაში სწავლებამ ცოდნასთან ერთად მომცა იმის საშუალებაც, რომ ჩემით გავუმკლავდე ყოველგვარ სირთულეს და შევეჭიდო ახალ გამოწვევებს. კურსმა მაჩვენა, რომ გრაფიკული დიზაინი ის სფეროა, სადაც ჩემს თავს წარმოვაჩენ და შთაგონებას სწორად გამოვიყენებ. ვფიქრობ ჩემს პორტფოლიოში ნათლად ჩანს ჩემი თვალით დანახული გრაფიკული დიზაინი.დალი ცუცუნაშვილი
"ჩემი პროექტის თემატიკა მინდოდა, რომ რაიმე ქართულთან დამეკავშირებინა..."
💬 სრულად ნახვა ▼
გამარჯობა, ჩემი პროექტის თემატიკა მინდოდა, რომ რაიმე ქართულთან დამეკავშირებინა. გადავწყვიტე რამოდენიმე ქართული ძველი ნივთი და ორნამენტი გადმომეცა თანამედროვე გრაფიკული დიზაინის ენით.თამარ ციხისთავი
"ამ კურსმა მომცა საფუძველი გრაფიკულ დიზაინში. ვისწავლე მუშაობა Photoshop-სა და Illustrator-ში..."
💬 სრულად ნახვა ▼
ამ კურსმა მომცა საფუძველი გრაფიკულ დიზაინში. ვისწავლე მუშაობა Photoshop-სა და Illustrator-ში, შევქმენი პოსტერები, ლოგოები და სხვადასხვა დიზაინები.🎨 სტუდენტური პროექტების გალერეა
დამატებითი წარმატებული საფინალო ნამუშევრები Behance-ზე
ა