კურსები

მოდის დიზაინის კურსი

⏳ ხანგრძლივობა
3 თვე (24 ლექცია)
📅 გრაფიკი
კვირაში 2 დღე (მორგებული)
💻 ფორმატი
პრაქტიკული სახელოსნო
🎓 სერტიფიკატი
საერთაშორისო სტანდარტის

📖 კურსის შესახებ

რა არის მოდის დიზაინი ? მოდა მხოლოდ ტანსაცმელი არ არის-ეს არის ენა ,რომლითაც ადამიანები საკუთარ ისტორიას ჰყვებიან . ოდესმე გიფიქრიათ ,რატომ გვამახსოვრდება ზოგიერთ ადამიანი პირველივე შეხვედრიდან ? ხშირად ამის მიზეზი მხოლოდ გარეგნობა არ არის .ეს არის მისი სტილი -ფერები,ფორმები,დეტალები, რომლებიც მის ხასიათს უსიტყვოდ გადმოსცემს .სწორედ აქ იწყება მოდის დიზაინის ნამდვილი მაგია . მოდის დიზაინერი უბრალოდ კაბებსა და კოსტიუმებს არ ქმნის.ის ქმნის ემოციებს,თავდაჯერებულობას და ისტორიებს .თითოეული ჩანახატი შეიძლება ერთ დღეს პოდიუმზე აღმოჩნდეს ,ფოტოსესიების ნაწილი გახდეს ან ვიღაცისთვის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღის სამოსად იქცეს . დღეს მოდა ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი და მოთხოვნადი სფეროა.თანამედროვე დიზაინერს შეუძლია იმუშაოს ქართულ თუ საერთაშორისო ბრენდებთან, შექმნას საკუთარი კოლექცია , გახსნას საკუთარი ატელიე ან საკუთარი ნამუშევრები ონლაინ გაყიდოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში . თუ ფიქრობ , რომ დიზაინერი მხოლოდ ხატვას უნდა ფლობდეს,დროა ეს წარმოდგენა შეიცვალო.მთავარი არის იდეები , შემოქმედებითი ხედვა და სურვილი ,ისწავლო . ტექნიკას, ესკიზების შექმნას ,ქსოვილებთან მუშაობას ,ფერთა შეხამებას , კოსტრუირებასა და კოლექციის დაგეგმვას სწავლა შეუძლია ყველას , ვისაც მოდა გულით უყვარს . წარმოიდგინე ,როგორია ის გრძნობა ,როდესაც შენ მიერ შექმნილ სამოსს ადამანები აღფრთოვანებით უყურებენ ,ატარებენ და შეს ნამუშევარს შენი ხელწერა ეტყობა .ეს უკვე მხოლოდ ჰობი არ არის -ეს არის პროფესია რომელიც გაძლევს შესაძლებლობას , საკუთარი შემოქმედებით შექმნა წარმატებული კარიერა . თუ შენშიც ცხოვრობს ადამიანი , რომელიც ყოველთვის იზიდავდა მოდა, უყვარს განსხვავებული სტილი ,ფერებთან თამაში და ახლა იდეების შექმნა, შესაძლოა სწორედ ახლაა დრო , გადადგა პირველი ნაბიჯი .

🎯 ვისთვისაა განკუთვნილი?

კურსი განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის, ვისაც სურს საკუთარი სამოსის შექმნა და კერვის შესწავლა, ასევე მათთვის, ვისაც სურს საკუთარი მოდის ბრენდის დაარსება ან ატელიეში მუშაობა.

🚀

რას ისწავლით კურსის განმავლობაში

✔ მოდის ილუსტრაცია & ესკიზები

სამოსის იდეების ფურცელზე და ციფრულად გადატანა, სილუეტების აგება.

✔ ანატომია & ზომების აღება

სხეულის პარამეტრების სწორი აზომვა და პროპორციების დაცვა.

✔ თარგების კონსტრუირება & მოდელირება

ბაზისური თარგების აგება (კაბა, ქვედაბოლო, შარვალი, პიჯაკი).

✔ მასალათმცოდნეობა & ქსოვილები

ქსოვილის ტიპები, მათი თვისებები და სწორი ფურნიტურის შერჩევა.

✔ კერვის პროფესიული ტექნიკები

საკერავ მანქანასთან და ოვერლოკთან მუშაობა, რთული დეტალების დამუშავება.

✔ საკუთარი კოლექციის შექმნა

კურსის ბოლოს რეალური, მზა სამოსის შეკერვა და წარდგენა.

📋

კურსის სილაბუსი

თვე 1 საფუძვლები, საკერავი მანქანა და მზე ქვედაბოლო ▼
  • კურსის გაცნობა და უსაფრთხოების წესები სახელოსნოში.
  • სხეულის პარამეტრების სწორად აღება და ანატომიური თავისებურებები.
  • თარგის მნიშვნელობა, დანიშნულება და გრაფიკული ხაზები.
  • საკერავი მანქანის აგებულება, მუშაობის პრინციპი და რეგულირება.
  • ციფრული კონსტრუირება — შესაბამისი პროგრამის ინტერფეისის გაცნობა.
  • ვორქშოპი 1: ქსოვილის სახეობები, სწორად გაშლა და ძაფის მიმართულების განსაზღვრა.
  • მზე ქვედა კაბის ციფრული კონსტრუირება და თარგის გამოყენება რეალურ ქეისზე.
  • ვორქშოპი 2: დამზადების ტექნოლოგიური ეტაპები (ელვა-შესაკრავის ჩადგმა, სალტის ამოჭრა და მიკერება, ღილკილოს დამუშავება).
  • ნაკერების ხარისხის კონტროლი და მზა ნამუშევრის შეფასება.
თვე 2 ქალის ბლუზა და 6-ნაჭრიანი ქვედა კაბა ▼
  • ქალის ბლუზის ციფრული კონსტრუირება და მოდელირება.
  • ვორქშოპი 1 & 2: ციფრული თარგის გამოყენება და ქალის ბლუზის დამზადების ტექნოლოგიური ეტაპები.
  • 6-ნაჭრიანი ქვედა კაბის ციფრული კონსტრუირება და თარგის ამოჭრა.
  • 6-ნაჭრიანი ქვედა კაბის დამზადება და კონსტრუქციის მოდელირება 8-10 და 12 ნაჭრიან მოდელებად.
თვე 3 მამაკაცის პერანგი, სწორი ქვედა კაბა და საკუთარი კოლექცია ▼
  • მამაკაცის პერანგის ციფრული კონსტრუირება და კონსტრუქციის მოდელირება.
  • მამაკაცის პერანგის დამზადების ტექნოლოგიური ეტაპები (საყელო, მანჟეტები, თაროები).
  • სწორი კლასიკური ქვედა კაბის ციფრული კონსტრუირება და დამზადება.
  • ფინალური კოლექციის შექმნა, დეფილესთვის მომზადება და სერტიფიცირება.
🎥

პრაქტიკული პროცესი & ვიდეო მასალები

▶
სახელოსნოს პრაქტიკა 1
▶
თარგის კონსტრუირება 2
▶
კერვის ტექნოლოგია 3
▶
მზა სამოსის პრეზენტაცია 4
რეგისტრაცია

დარეგისტრირდი კურსზე

შეავსე სარეგისტრაციო ფორმა ან დაგვიკავშირდი: +995 557 12 00 29 / 599 962 972