კურსები

ინგლისური ენის კურსი

ჩვენი მიზანია, რომ თითოეულმა ენის შესწავლის მსურველმა თქვას “მე ვირჩევ სმარტ სთეფ აკადემიას”.

ჩვენი მასწავლებლები თავდაუზოგავად ზრუნავენ ეფექტური კურსის ჩასატარებლად იმისთვის რომ მოსწავლემ მოახერხოს ეფექტურ ვადებში სწავლის დასრულება და სერთიფიკატის აღება ენების მაღალი დონის მიღწევაში.

გინდა მიიღო შენზე ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო პროგრამა და გრაფიკი? მაშინ ჩაეწერე ახლავე

ისწავლეთ ინგლისური სმარტ სთეფ აკადემიაში და სწრაფად მიაღწიეთ წარმატებას ეფექტური და სასიამოვნო გზით.
•  ჩვენ გვყავს მაღალკვალიფიცირებული და გამოცდილი მასწავლებლები
•  ჩვენი გაკვეთილები სახალისო და ინტერაქტიულია
•  ჩვენ გვაქვს თანამედროვედ აღჭურვილი აუდიტორიები
•  ჩვენ გთავაზობთ თქვენთვის საჭირო კურსს
•  ჩვენ გვაქვს ინგლისური ენის სწავლების 14- წლიანი გამოცდილება.

ჩვენი მასწავლებლები
ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო კვალიფიკაციისა და სწავლების გამოცდილების მქონე პროფესიონალებს. გულდასმით ვარჩევთ მასწავლებლებს და ყოველმხრივ მხარს ვუჭერთ მათ, ტრენინგებსა და განვითარების პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობით. ამის შედეგია ის, რომ თქვენთან მუდმივად მუშაობენ ექსპერტები, რომელთა გაკვეთილები სასიამოვნოა, ეფექტურია და ინტერაქციული მეთოდით ტარდება.

პროგრამები

სკოლამდელი კურსი “English for kids” & “play and study English”

მეცადინეობის ტიპი: ჯგუფური
განრიგი: კვირაში 2 დღე
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1:30 საათი
ღირებულება: 85 ლარი (თვეში)

საბავშო კურსები თემატურია,სახალისოა და ორიენტირებულია მოტივირებულობის გაზრდაზე. ბავშვები ენის სხვადასხვა ასპექტს შემოქმედებითი აქტივობების გზით ეუფლებიან. თამაშებითა და სხვა შემეცნებითი რესურსების საშუალებით სწავლების პროცესი ბავშვებისათვის უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და სახალისო ხდება.

ჩვენი ფართო, ნათელი და მიმზიდველი ოთახები სტიმულის მომცემია სწავლისთვის. უახლესი ტექნოლოგიები, მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ სხვადასხვა მეთოდი, რათა გაკვეთილი გახდეს შინაარსიანი, სასიამოვნო და სასარგებლო.

მშობლებს კი ვანიჭებთ სიმშვიდეს, ვინაიდან ჩვენი ცენტრი აკმაყოფილებს ბავშვის დაცულობისა და სწავლის ხელმისაწვდომობისთვის აუცილებელ უმაღლეს სტანდარტებს.

Welcome to our class/კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენ სივრცეში

pdf-icon იხილეთ მიმაგრებული ფაილი

სასკოლო პროგრამა (ჯგუფში)

მეცადინეობის ტიპი: ჯგუფური
განრიგი: კვირაში 2 დღე
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1:30 საათი
ღირებულება: 105
 ლარი (თვეში)

ჩვენი სწავლების მეთოდები ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი ჩვენი სასწავლო მეთოდები. ჩვენ ვმუშაობთ მოზარდებთან ენის სწავლის უნარ-ჩვევების განვითარებაზე და ვასწავლით მექანიზმებს, რაც მათ გამოადგებათ შემდგომ ცხოვრებაში ენის ეფექტურად შესწავლისთვის. ჩვენ ამას ვახორციელებთ კომუნიკაციური სასწავლო მეთოდების გზით, რომლებსაც ჩვენი გამოცდილი და პროფესიონალი მასწავლებელები იყენებენ მოზარდებთან მუშაობისას, მათი პოტენციალის მაქსიმალურად ასამოქმედებლად.

•  მოზარდების კურსები თემატურია, სახალისოა და ორიენტირებულია მოტივირებულობის გაზრდაზე
•  მოზარდები ენის სხვადასხვა ასპექტს შემოქმედებითი აქტივობების გზით ეუფლებიან
•  ჩვენ ვზრდით მათ თავდაჯერებულობას და კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს ერთმანეთთან ბუნებრივი ინტერაქციის გზით
•  გაკვეთილები ასევე ფოკუსირებულია ლექსიკისა და გრამატიკის გაუმჯობებესებაზე
•  ჩვენ ხელს ვუწყობთ მოსწავლეთა ავტონომიურობას
•  მოსწავლეები იყენებენ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ მომდევნო ეტაპზე ენის სწავლას გაუადვილებს
•  შვილის მოსწრების შესახებ ინფორმირების მიზნით მშობელთან რეგულარულად მყარდება უკუკავშირი
•  ჩვენი მასალები ზედმიწევნითი შერჩევის საფუძველზე ისაზღვრება
•  გაკვეთილები ინგლისურ ენაზე ტარდება

სასკოლო პროგრამა (ინდივიდუალური)

მეცადინეობის ტიპი: ინდივიდუალური
განრიგი: კვირაში 2 დღე
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1:30 საათი
ღირებულება: 140
 ლარი (თვეში)

იყავით თავდაჯერებული და გაიუმჯობესეთ ენის ცოდნა

ჩვენი ზოგადი ინგლისურის კურსები გაგიუმჯობესებთ ინგლისურად კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს კერძოდ, კითხვის, წერის, მოსმენისა და მეტყველების უნარებს, რომელსაც გამოიყენებთ როგორც მუშაობის პროცესში, ისე ყოველდღიურ გარემოში .
ჩვენი ზოგადი ინგლისურის კურსების მეშვეობით:
• ისწავლით ინგლისური ენის თავისუფლად გამოყენებას და გაიუმჯობესებთ საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს
• ისწავლით ფრაზების ყოველდღურ სიტუაციებში გამოსაყენებელ ძირითად ტექნიკას
• იკონტაქტებთ მეტი თავჯარებულობითა და ნაკლები გრამატიკულ-სტილური შეცდომებით
• გაიუმჯობესებთ წარმოთქმას
• გაიღრმავებთ ლექსიკას

სასაუბრო ინგლისური (ჯგუფში)

კურსის ხანგრძლივობა: 6 თვე
მეცადინეობის ტიპი: ჯგუფური
განრიგი: კვირაში 2 დღე
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1:30 საათი
ღირებულება: 160
 ლარი (თვეში)

გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

ისწავლება:
1. სასაუბრო ენა
2. წერითი პრაქტიკა
3. საქმიანი მიმოწერა
4. გრამატიკა
5. სინქრონული თარგმანი
6. ზეპირი მეტყველება
7. ბიზნეს ინგლისური
8. ლექსიკა
9. ტერმინოლოგიები
10. ფრაზების ყოველდღურ სიტუაციებში გამოსაყენებელი ძირითადი ტექნიკა.
11. გაიუმჯობესებთ წარმოთქმას უმოკლეს დროში უცხო ენაზე საუბრისა და კომუნიკაცის
უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება – გაუმჯობესება.

ლექციებზე ასევე მოისმენთ ვიდეო გაკვეთილებს, რაც გაგიუმჯობესებთ და გაგიადვილებთ ენის ათვისებას, გაგებას და საუბარს, გახდებით უფრო თავდაჯერებული და კონკურენტუნარიანი.

იყავით თავდაჯერებული და გაიუმჯობესეთ ენის ცოდნა!
იკონტაქტებთ მეტი თავჯარებულობითა და ნაკლები გრამატიკულ-სტილური შეცდომებით

სასაუბრო ინგლისური (ინდივიდუალური)

კურსის ხანგრძლივობა: 6 თვე
მეცადინეობის ტიპი: ინდივიდუალური
განრიგი: კვირაში 2 დღე
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1:30 საათი
ღირებულება: 235
 ლარი (თვეში)

გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

•  ისწავლით ეფექტურ კომუნიკაციას სხვადასხვა ბიზნეს სიტუაციაში (შეხვედრებზე, მოლაპარაკებებზე, პრეზენტაციებზე და ა.შ.)
•  შეამცირებთ შეცდომებს გრამატიკასა და ლექსიკაზე მუშაობის შედეგად
•  დაეუფლებით პროფესიულ გარემოში თქვენსავე კოლეგებთან კომუნიკაციისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს
•  მკაფიოდ და სათანადოდ აწარმოებთ კორესპონდენციას კოლეგებთან და პარტნიორებთან

ისწავლება სასაუბრო ენის ყველა დონე:
•  Beginner
•  Elementary
•  Pre-Intermediate
•  Intermediate
•  Upper Intermediate

კურსზე ჩაწერა

დაგვიტოვე შენი საკონტაქტო ინფორმაცია და მალე დაგიკავშირდებით.